სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი შოკოლადის ნაზი საოცრება. ფუმფულა ბისკვიტი სამარხვო ინგრედიენტებით

0
157

შემოგთავაზებთ შოკოლადის სამარხვო ბისკვიტის რეცეპტს. ბიუჯეტური ინგრედიენტებით შეძლებთ გემრიელი და ფუმფულა ბისკვიტის მომზადებას. თუ მოსართავად გამოიყენებთ სამარხვო კრემს, მიიღებთ სადღესასწაულო ტორტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 1,5 ჩ. ჭ.
  • კაკაო 3 ს. კ.
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • მარილი ნახევარი ჩ. კ.
  • ძმარი 1 ჩ. კ.
  • ვანილის ექსტრაქტი 1 ჩ. კ.
  • ზეთი 5 ს. კ.
  • წყალი 1 ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, საცხობი ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და წაუსვით ზეთი.
  2. გაცრილ ფქვილს დამატეთ კაკაო, გამაფხვიერებელი, შაქარი, მარილი და აურიეთ.
  3. ზეთს დაამატეთ ვანილის ექსტრაქტი, ძმარი და დაასხით მშრალ ნარევს. შემდეგ დაამატეთ წყალი და მოამზადეთ ცომი.
  4. მზა ცომი გადაიტანეთ საცხობ ფორმაში.
  5. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 35 წუთი.
  6. გაგრილებული ბისკვიტი დაფარეთ მინანქრით და მორთეთ თქვენთვის ხელმისაწვდომი კენკრით.

გემრიელად მიირთვით!