ნივრიანმა წყალმა დაავადებების მთელი თაიგული განკურნა. მას ძალიან ვემადლიერები

დავიწყებ იმით, რომ დაახლოებით იმ დროისათვის, როდესაც 40 წელი შემისრულდა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არაერთი პრობლემა შემექმნა: ქრონიკული დაღლილობა, კიდურების შეშუპება, ღებინების შეგრძნება, ცუდი განწყობა, სუნთქვის გართულება და თავრუსხვევა ჩემი ცხოვრების თანამგზავრად იქცა.

ყოველივე ამის პარალელურად, პერიოდულად მაწუხებდა ხმაურის განცდა ყურებში, რაც უდიდეს დისკომფორტს მიქმნიდა. გამომდინარე იქიდან, რომ კომპიუტერის წინ დიდ დროს ვატარებდი და ფიზიკური აქტივობებიც ჩემთვის სრულიად უცხო იყო, ნელ-ნელა წელისა და ზურგის ტკივილიც დამეწყო. ყოველივე ეს ჩემს ხასიათზე და განწყობაზე იმდენად უარყოფითად მოქმედებდა, რომ, შეიძლება ითქვას, ცხოვრების ხალისი საერთოდ დაკარგული მქონდა.

იმედგაცრუებულმა საკუთარ თავზე არაერთი ხალხური საშუალება და სააფთიაქო პრეპარატი გამოვცადე. მრავალი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მივაგენი საშუალებას, რომელიც ძალიან დაემხმარა. დღეს, 45 წლის ასაკში თავს ენერგიულად და მხნედ ვგრძნობ, რაც ნივრიანი წყლის დამსახურებაა. ამ საშუალების შედეგიანობით იმდენად კმაყოფილი ვარ, რომ დღეს მის შესახებ თქვენც გიამბობთ.

ჩაინიშნეთ მარტივი რეცეპტი:

  1. შეიძინეთ ნატურალური ნიორი. მოერიდეთ ფალსიფიცირებულ ჩინურ პროდუქტს, რადგან მას არანაირი სასარგებლო თვისება არ გააჩნია.
  2. გაატარეთ ხორცსაკეპში ან დააბლენდერეთ ნივრის 50 ცალი გასუფთავებული და კარგად გარეცხილი კბილი.
  3. მიღებულ ფაფას დაასხით 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი და დააყოვნეთ თბილ ადგილას 3 დღე-ღამის განმავლობაში.
  4. დაყოვნებული ნარევი გადაწურეთ რამდენიმე ფენად გადაკეცილი მარლის ან დოლბანდის გამოყენებით.
  5. დაგჭირდებათ სითხე, ნივრის ფაფისებრი მასა შეგიძლიათ გადაყაროთ.
  6. მიირთვით მზა საშუალება დღეში 3-ჯერ შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით: 8-10 წვეთი ნაყენი გახსენით 1 ჩაის კოვზ ცივ წყალში.

რატომ უნდა დავლიოდ ეს ნაყენი?

  • თავიდან აირიდებთ ათეროსკლეროზს;
  • გაიძლიერებთ გულს;
  • ის ეფექტური საშუალებაა ინფარქტის პროფილაქტიკისთვის;
  • შეამცირებს ცხიმოვან ფენებს და გაწმენდს სხეულს;
  • გააუმჯობესებს და დააჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს;
  • გაგიუმჯობესებთ სმენასა და მხედველობას;
  • გაგიახალგაზრდავებთ მთელ სხეულს.

როგორც უკვე გითხარით, ამ საშუალებას ძალიან ვემადლიერები, რადგან მან ცხოვრების ხალისი დამიბრუნა. გამოცადეთ ის საკუთარ თავზე და პირობას გაძლევთ, იმედები არ გაგიცრუვდებათ.