
შემოგთავაზებთ საოცარი ღვეზელის რეცეპტს, რომელიც ლავაშის რულეტებისგან შედგება. მთელი საიდუმლო კი რულეტების შიგთავსშია. ღვეზელი გამოდის უგემრიელესი და ძალიან ლამაზი. თქვენი კულინარიული ოსტატობა კი კიდევ ერთხელ გამოიწვევს აღფრთოვანებას.
ღვეზელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ლავაში 10 ცალი
- ღორის ხორცი გატარებული 1 კგ.
- ყველი 500 გრ
- ტომატი
- მწვანილი, მწვანე ხახვი
- ნიორი 4 კბილი
- ხახვი 200 გრ
- პაპრიკა, მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
1. ხახვი წვრილად დაჭერით და ზეთში მოთუშეთ, დაამატეთ ხორცი და შეწვით.
2. პამიდორი პატარა ნაჭრებად დაჭერით და ხორცს დაამატეთ. შემდეგ კი თქვენი გემოვნების მიხედვით შეაზავეთ მარილითა და სანელებლებით.
3. დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი და მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე (დაახლოებით 15 წუთი).
4. მწვანილი წვრილად დაჭერით, ყველი კი წვრილ სახეხზე გახეხეთ.
5. თითოეული ლავაში 2 ნაწილად გაყავით. ლავაშის კიდეზე დადეთ ფარში, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი, შემდეგ კი გახეხილი ყველი და გადახვიეთ.
6. მომზადებული რულეტები გაყავით კიდევ 2 ნაწილად.
7. აიღეთ მრგვალი საცხობი ფორმა და რულეტები ვერტიკალურად დააწყვეთ. ფორმა მთლიანად უნდა შეივსოს. ზემოდან კი მოაყარეთ გახეხილი ყველი.
8. გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 15 წუთის განმავლობაში.
აუცილებლად მოამზადეთ საოცარი ღვეზელი და თქვენი ოსტატობით ყველა გააოცეთ.