შეშუპება მუცლის არეში შემაშფოთებელი პრობლემაა და ხშირად მისი თანმხლები ტკივილია. მუცლის შებერილობის გამომწვევი მიზეზებია: სტრესები, კუჭის პრობლემები, აირების დაგროვება, საკვებთან შეუგუებლობა და სხვა. საბედნიეროდ, უამრავი ორგანული პროდუქტი არსებობს, რომელთა წყალობითაც უმარტივესი გზით, ყოველგვარი უკუჩვენებების გარეშე მოიგვარებთ ამ პრობლემას.
სტატიაში შემოგთავაზებთ ყველაზე ეფექტურ საშუალებებს:
1. ჯანჯაფილი
სუკეთესო და უძლიერესი მკურნალი, რომელიც მოგიხსნით მუცლის შებერილობას. დაამატეთ ჯანჯაფილი კერძებს და ის იზრუნებს თქვენს ჯანმრთელობაზე.
საკმარისია დღეში 1-3-ჯერ ჭამის დროს მიიღოთ ¼ ჩ. კ. გახეხილი კოჭა.
2. გვირილის ჩაი
გვირილა გამოიყენება გემრიელი სასმელების მოსამზადებლად. იგი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას. დღეში ფინჯანი გვირილის სასმელი ძალიან სასარგებლო იქნება სიმძიმის, მეტეორიზმისა და შებერილობის მოსახსნელად. შეგიძლიათ არომატისთვის დაამატოთ პიტნის ფოთლები.
3. ცეილონის დარიჩინის ჩაი
დარიჩინის ჩაი ყოველთვის საუკეთესო მოკავშირე იყო ქალბატონების ჯანმრთელობისთვის. დარიჩინი ხსნის მენსტრუალურ ტკივილებს, გაგათავისუფლებთ შებერილი მუცლისგან, მეტეორიზმისგან, ზედმეტი კილოგრამებისგან, ნარჩენებისგან.
4. ლიმონიანი წყალი
ლიმონიანი წყალი უმარტივესი და საოცრად ეფექტური საშუალებაა, რომელიც გაგათავისუფლებთ შებერილი მუცლისგან. სასმელი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონიერებას და ამცირებს მეტეორიზმს. ლიმონიანი წვენი უზრუნველყოფს ნაღვლის წვენის გამომუშავებას, რომელიც აუცილებელია საჭმლის მონელების პროცესთვის.
5. ხილი
ანანსი, კივი, პაპაია-უგემრიელესი და სასრგებლო ხილი, რომელთა საშუალებით აასწრაფებთ მეტაბოლიზმს და აირიდებთ მუცლის შებერილობას.
6. ანისულის ჩაი
აიღეთ 1 ჩ. კ. ანისულის თესლი და დაასხით ფინჯანი ცხელი წყალი და გააჩერეთ 20-30 წუთი. ნაყენი საოცრად ეფექტური საშუალებაა, რომელიც მოგიხსნით აირების დაგროვებას და სწრაფად გაგათავისუფლებთ მუცლის შებერილობისგან.
იხილეთ რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევეაში აირიდებთ მუცლის შებერილობას:
- მაქსიმალურად შეზღუდეთ გაზიანი სასმელების მიღება.
- თუ ვერ ეგუებით გლუტეინის ან ლაქტოზის შემცველობის მქონე პროდუქტებს, შეზღუდეთ მათი გამოყენება. ჩაანაცვლეთ პროდუქტებით, რომელიც არ იწვევს დისკომფორტს.
- შეზღუდეთ შემწვარი და სწრაფი კვების პროდუქტების მიღება.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყინეთ ბუნებრივი სიმდიდრეები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.