თუ ფრჩხილები დაგისუსტდათ და მტვრევადი გაგიხდათ, ეს ხელმისაწვდომი საშუალებები ძალიან დაგეხმარებათ

სტატიაში შემოგთავაზებთ ლიმონისა და ზეთის ბაზაზე მომზადებულ საშუალებათა რეცეპტებს, რომელთა წყალობით მოიგვარებთ ფრჩხილებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

საშუალება N1

აიღეთ 100 გრ ზეითუნის ზეთი, დაამატეთ 10 წვეთი ახალგამოწურული ლიმონის წვენი და ფრჩხილებზე კარგად შეიზილეთ. ჩაიცვით ბამბის ქსოვილის ხელთათმანები და დაიტოვეთ მთელი ღამით.

საშუალება N2

თბილ ზეთს დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და 1 ამპულა A ვიტამინი. მომზადებულ სითხეში ჩაყავით ხელი და გააჩერეთ 20 წუთი.

პროცედირები ჩაიტარეთ ყოველ დღე.

საშუალება N3

ლიმონი გაჭერით 2 ნაწილად. რბილობში ჩაყავით თითები და დააყოვნეთ 10 წუთი.  პროცედურები ჩაიტარეთ დღეგამოშვებით.

საშუალება N 4

აიღეთ 2 ს. კ. ზეითუნის ზეთი, დაამატეთ ნახევარი ჩ. ჭ. მწვანე ჩაი. მომზადებულ ნარევში ჩაყავით თითები და 10-15 წუთი გააჩერეთ. აბაზანები ჩაიტარეთ დღეგამოშვებით, ხოლო პროფილაქტიკისთვის კვირაში ერთხელ.

გამოიყენეთ შემოთავაზეული საშუალებები და უმოკლეს დროში გასაოცარ შედეგს მიიღებთ.