როგორ გამოვიყენოთ გოგრის თესლი ასთმის, ჭიების, მომატებული ქოლესტერინისა და წნევის წინააღმდეგ

გოგრის თესლი ფლობს ანთების საწინააღმდეგო თვისებებს და გასაკუთრებით ეფექტურად გამოიყენება პროსტატისა და საშარდე გზების დაავადებათა სამკურნალოდ. გოგრის თესლი მაგნიუმის ბუნებრივი წყაროა. საფრანგეთში ჩატარებული კვლევების თანახმად ადამიანები, რომელთაც სისხლში მაგნიუმის მაღალი შემცველობა აქვთ ბევრად უფრო დიდხანს ცხოვრობენ და აქვთ ნაკლებად სერიოზული დაავადებები.

სამკურნალოდ ძალიან სასარგებლოა გოგრის ნედლი თესლი.  საუკეთესო ეფექტის მისაღებად გოგრის მარცვლები ჩაალბეთ წყალში და მთელი ღამით დატოვეთ. შემწვარ გოგრის თესლს არ აქვს სამკურნალო თვისებები. ამ სასარგებლო მარცვლეულის  შემადგენლობაში შემავალი მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი ზეთი იძლევა დადებით შედეგს შარდის ბუშტისა დს პრასტატის დაავადებათა სამკურნალოდ.

გოგრის თესლის უპირატესობები:

  • გოგრის თესლი სასარგებლოა გულის ჯანმრთელობისთვის. გოგრის თესლის შემადგენლობაში შემავალი ზეთი შემადგენლობით არ ჩამოუვარდება ზეითუნის ზეთს.
  • ის მაღალი არტერიული წნევის მარეგულირებელია. გოგრის თესლი მდიდარია კალციუმით, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს არტერიული წნევის კონტროლში.
  • ყაბზობა: გოგრის თესლში ბოჭკოების რაოდენობა საკმაოდ მაღალია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ყოველდღიური გამოყენება სასარგებლოა. ეს სასარგებლო მარცვლეული ყაბზობის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის საუკეთესო საშუალებაა.
  • კანი, თმა, მხედველობა: გოგრის თესლი მდიდარია E ვიტამინით. იგი უძლიერესი ანტოქსიდანტია. მისი ყოველდღიურად გამოყენება ებრძვის არა მარტო კანის დაბერების პროცესს, არამედ მთელი ორგანიზმისას. გოგრის თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით A ვიტამინს, რომელიც ძალიან სასარგებლოა მხედველობის გაუმჯობესებისთვის.
  • პროსტატა: გოგრის თესლი პროსტატისა და საშარდე გზების  სამკურნალოდ ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი მეთოდია. პროსტატის სამკურნალოდ გოგრის თესლის ბაზაზე მოამზადეთ უძლიერესი სამკურნალო საშუალება.

იხილეთ რეცეპტი

საჭირო ინგრედიენტები:

  • გოგრის თესლი 150 გრ
  • გაფილტრული წყალი 1 ლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

აიღეთ გოგრის ახალი, ნედლი თესლი, დაასხით წყალი და 20 წუთი ადუღეთ. გააციეთ, გადაწურეთ და მიიღეთ თითო-თითო ჭიქა დღეში 3-ჯერ.

ჭიების საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ გოგრის თესლი შემდეგი პროპორციების მიხედვით: 100-150 გრ ბავშვებში და 200-250 გრ უფროსებში. მიიღეთ დილით, უზმოზე.

გოგრის სიროფი ასთმის, ხველისა და ბრონქიტის წინააღმდეგ

საჭირო ინგრედიენტები:

  • გოგრის თესლი 60 გრ
  • თაფლი 2 ს. კ.
  • გაფილტრული წყალი 200 მლ
  • სპირტი 20 წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ და მომზადებული მასა მიიღეთ დღეში 5-ჯერ 1 ჩ. კ. ოდენობით.

გოგრის თესლის ფქვილი ქოლესტერინის, დიაბეტისა და ყაბზობის სამკურნალოდ.

გოგრის თესლს დაასხით წყალი, რამდენიმე საათით ჩაალბეთ და გადაწურეთ. შემდეგ მარცვლები ოთახის ტემპერატურაზე გააშრეთ. გამომშრალი მარცვლები დაფქვით ყავის საფქვავში. მიღებული ფქვილი მინის ქილაში გადაიტანეთ. რეკომენდებულია დღეში 3 ს. კ. ფქვილი შეგიძლიათ დაამატოთ წვნიანს, სალათებს და დესერტებს.

გამოიყენეთ უძლიერესი ბუნებრივი საშუალება გოგრის თესლი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.