როგორ დავიკლოთ წონაში და გავიძლიეროთ იმუნიტეტი სელის თესლის დახმარებით

სელის თესლი ნივთიერებათა ცვილის გასაუმჯობესებლად საუკეთესო, ყველასთვის ხელმისაწვდომი და ეფექტური  საშუალებაა. სელის თესლი მოგაშორებთ ზედმეტ კილოგრამებს, გაგიძლიერებთ იმუნიტეტს, აუმჯობესებს სახის ფერს, წმენდს საჭმლის მომნელებელი სისტემას.

სელის თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლი და საკვებ ნივთიერებებს, ომეგა-3-ის ცხიმოვნ მჟავებს, კალიუმს, მაგნიუმს,  E ვიტამინს, შეუცვლელ ამინომჟავებს. სელის თესლის შეძენა ნებისმიერ აფთიაქსა და სუპერმარკეტში შეგიძლიათ.

სელის თესლის შესაძლებლობები:

  • ამცირებს ქოლესტერინისა და შაქრის დონეს სისხლში.
  • ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლება.
  • აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებას.
  • გულსისხლძარღვთა და ონკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა.
  • აძლიერებს იმუნიტეტს.

შემოგთავაზებთ სელის ბაზაზე მომზადებულ საშუალებათა რეცეპტებს, რომელთა წყალობით შეძლებთ ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას.

რეცეპტი N1

1 ს. კ. სელის თესლს დაასხით 2 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი. გაჩერეთ 8-10 საათი. სამკურნალო ნაყენი მიიღეთ 2-ჯერ დღეში 100-100 გრამი.

რეცეპტი N2

აიღეთ 1 ს. კ. სელის თესლი, დაასხით ფინჯანი ადუღებული წყალი. ნახარში დაადგით დაბალ ცეცხლზე და თავი მჭიდროდ დაახურეთ. ადუღეთ ნახევარი საათი. გააციეთ და დაამატეთ გახეხილი კოჭა ანუ ჯანჯაფილი, 1 ს. კ.თაფლი.

150 გრ ნარევი მიიღეთ საუზმემდე ნახევარი საათით ადრე.

რეცეპტი N3

გამწმენდ ჟელეს დაამატეთ სელის მარცვლები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.

რეცეპტი N4

საუზმობისას მიირთვით წყალში მოხარშული შვრიის ფაფა, დაამატეთ სელის თესლი. ამ გზით სწრაფად და ეფექტურად შეძლებთ ნაწლავების გაწმენდას. ფაფას მარილი ან შაქარი არ დაამატოთ.

რეცეპტი N 5

დაძინებამდე დალიეთ 1 ფინჯანი კეფირი ან მაწონი, რომელსაც სელის თესლს დაამატებთ. ამ გზით შეძლებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განტვირთვასა და ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას.

გამოიყენეთ სელის თესლი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.