როგორ დავამარცხოთ იღლიების ჭარბოფლიანობა. 5 ეფექტური საშინაო რეცეპტი

ჭარბი ოფლიანობა უსიამოვნო სიმპტომია, რომელსაც ჩვენი უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდებაც კი შეუძლია. ოფლიანობა ბუნებრივი პროცესია. მას იწვევს მაღალი ტემპერატურა, ფიზიკური ვარჯიში, გარკვეული ემოციები.

ყველაზე მეტად ოფლიანდება იღლიები, რადგან საოფლე ჯირკვალების უმრავლესობა ამ ადგილებში განთავსებულია.

როგორ ვაკონტროლოთ ეს უსიამოვნო პრობლემა და დავაღწიოთ თავი ოფლიანობას ბუნებრივი გზით.

მსუბუქ შემთხვევაში სასრგებლოა ცადოთ ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც გაჯერებულია ნატურალური, უსაფრთხო ინგრედიენტებით.

1. ვაშლის ძმარი და ლავანდის ზეთი

ვაშლის ძმრისა და ლავანდის ეთერზეთის კომბინაცია სასარგებლოა ოფლიანობის შესამცირებლად.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ვაშლის ძმარი 1/2 ჩ. ჭ. (125 მლ)
  • წყალი 1/2 ჩ. ჭ.
  • ლავანდის ეთერზეთი 6 წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

აიღეთ თასი. ჩაასხით ვაშლის ძმარი და დაამატეთ წყალი, ლავანდის ეთერზეთი. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, მაშინ ცოტა მეტი წყალი დაამატეთ. მომზადებულ მასას თავზე დაახურეთ და 10-12 საათი გააჩერეთ. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ხსნარით გააჯერეთ ბამბის ტამპონი და გაიწმინდეთ იღლიები. პროცედურები ჩაიტარეთ დღეში 2-ჯერ.

2. საკვები სოდა და ლიმონის ზეთი

საკვები სოდა პროდუქტია, რომელიც ფართოდ გამოიყენება ბუნებრივი კოსმეტიკური საშუალებების მოსამზადებლად. ამ შემთხვევაში სოდისა და მცირე რაოდენობის ლიმონის ზეთის კომბინაციით შევქმნით პროდუქტს, რომელიც დაგეხმარებათ აკონტროლოთ იღლიების ოფლიანობა და უსიამოვნო სუნი.

საჭირო ინგრედიენტები:

  • საკვები სოდა 2 ს. კ.
  • ლიმონის ზეთი 6 წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

აიღეთ თასი, ჩაყარეთ სოდა, დაამატეთ ლიმონის ზეთი და კარგად აურიეთ. იღლიები გაიწმინდეთ. ნაზავი ფრთხილად შეიზილეთ. დაიტოვეთ 20 წუთი და ნარჩენები ტენიანი ქსოვილით გაიწმინდეთ.

3. ზღვის მარილი და ლიმონის წვენი

ზღვის მარილი ბუნებრივი სკრაბია, რომელიც ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების მოცილებას. ლიმონი სასიამოვნო არომატის წყალობით აქტიურად  გამოიყენება ხალხურ მედიცინაში და გაგათავისუფლებთ უსიამოვნო სუნისგან.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ზღვის მარილი 2 ს. კ.
  • ლიმონის წვენი 3 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

იმისათვის, რომ მიიღოთ გრანულირებული პასტა, ზღვის მარილს დაასხით ლიმონის წვენი. შემდეგ მომზადებული საშუალება შეიზილეთ იღლიების კანზე და 2-3 წუთი განმავლობაში წრიული მოძრაობებით დაიმასაჟეთ. დაიტოვეთ 10 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ. საშუალება გამოიყენეთ ყოველ დღე. ამ უძიერესი სკრაბის გამოყენების შემდეგ მოერიდეთ მზის სხივებს, რათა თავიდან აირიდოთ არასასურველი რეაქციები.

4. სიმინდის სახამებელი და საკვები სოდა

სიმინდის სახამებლისა და ნატრიუმის ბიკარბონატის მშრალი დეოდორანტი საუკეთესო საშუალებაა.

საჭირო ინგრედიენტები:

  • სიმინდის სახამებელი 2 ს. კ.
  • საკვები სოდა 1 ს. კ.
  • ქოქოსის ზეთი 2 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედინტები მოათავსეთ თასში და კარგად აურიეთ. მიიღებთ ერთგვაროვან მასას. მომზადებული პასტა დაიტანეთ იღლიებზე და 30 წუთი დაიტოვეთ.

თუ საჭიროება მოითხოვს, მომზადებული საშუალება გამოიყენეთ დღეში 2-ჯერ.

5. სალბი და პამიდორი

სალბი გაჯერებულია ანტიბაქტერიული თვისებებით. იგი  საუკეთესო დეოდორანტია. ამავე დროს ამცირებს ოფლს და აგარიდებთ უსიამოვნო სუნს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • სალბის ნედლი ფოთლოლი 6 ცალი
  • მწიფე პამიდორი 1 ცალი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

სალბის ფოთლები დაჭერით, დაყრეთ ქსოვილზე და გამოწურეთ წვენი. სალბის წვენი დაასხით პამიდორს და დააბლენდერეთ. მომზადებული მასა დაიტანეთ იღლიებზე და კარგად შეიზილეთ. სამოქმედოდ 20 წუთი დაიტოვეთ. შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურები გაიმეორეთ კვირაში 3-ჯერ.

გამოიყენეთ შემოთავაზებული საშუალებები, რომლებიც ნატურალური ინგრედიენტებითაა გაჯერებული და გათავისუფლდით ამ უსიამოვნო პრობლემებისგან.