საჭმელი სოდა კანისა და თმის მოსავლელად საუკეთესო საშუალებაა. უთხარით არა ლაქებს, ნაოჭებს, თმის ცვენას და ა.შ.

უამრავი სასარგებლო თვისებით გაჯერებული სოდა  ეფექტურად გამოიყენება კოსმეტოლოგიური ხაზით და მის ბაზაზე არა ერთი საშუალება არის მომზადებული. იგი უძლიერესი მათეთრებელი და ანტიბაქტერიული საშუალებაა. გარდა ამისა, სოდის საშუალებით შეინარჩუნებთ კანისა და თმის იდეალურ მდგომარეობას.

დაიმახსოვრეთ, დერმატოლოგიური პრობლემების შემთხვევეაში სოდა არ გამოიყენოთ.

იხილეთ სოდის ბაზაზე მომზადებულ საშუალებათა რეცეპტები:

1. ნატურალური სკრაბი სოდით

ნატრიუმის ბიკარბონატი საუკეთესო ამქერცლავი საშუალებაა, რომელიც ხელს უწყობს ჭუჭყისა და მკვდარი უჯრედების ეფექტურად მოცილებას.

საჭირო ინგრედიენტები:

  • სოდა 1 ს. კ.
  • წყალი

მომზადების წესი:

  1. სოდას დაასხით ცოტა წყალი ისე, რომ მიიღოთ სქელი მასა.
  2. შემდეგ დაიტნეთ სახის კანზე და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ. დაიტოვეთ 10 წუთი და ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
  3. ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ.

2. მუწუკების სამკურნალოდ

სოდა მუწუკების სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებაა, განსაკუთრებით კი, პრობლემური კანისთვის.

დაგჭირდებათ:

  • სოდა 1 ს. კ.
  • ლიმონის წვენი 1 ს. კ.

მომზედების წესი:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მიღებული მასა დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებზე და გაიჩერეთ 5-10 წუთი. შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

შემოთავაზებული საშუალება არ გამოიყენოთ დღის საათებში, რდგან მზის სხივების ზემოქმედების შედეგად იწვევს ლაქების წარმოქმნას.

3. იდაყვებისა და მუხლების მათეთრებელი

იდაყვებისა და მუხლების კანი შრება და ამ ადგილებზე ჩნდება უსიამოვნო მუქი ჩრდილები.

შემოთავაზებული საშუალების შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტები გაჯერებულია ამქერცლავი, დამატენიანებელი და მათეთრებელი თვისებებით.

საჭირო ინგრედიენტები:

  • სოდა 1 ს. კ.
  • ქოქოსის ზეთი 1 ჩ. კ.

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტებით მოამზადეთ სქელი პასტისებური მასა და შეიზილეთ იდაყვებზე, მუხლებზე და გაიჩერეთ 10 წუთი. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში 3-ჯერ.

4. თმის ტონიკი

სოდა ძალიან სასარგებლოა თავის კანისთვის და თმისთვის.

სოდისა და ვაშლის ძმრის კომბინაცია თმის უძლიერესი ტონიკია და ქერტლის საწინააღმდეგო საშუალებაა.

საჭირო ინგრედიენტები:

  • სოდა 1 ჩ. კ.
  • ვაშლის ძმარი 4 ს. კ.
  • წყალი ½ ჩ. ჭ.
  • სპრეის ბოთლი 1 ცალი

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები მოათავსეთ სპრეის ბოთლში და შეიზილეთ თავის კანზე, თმებზე.

5. მკურნალობა რინგვორმის აღმოსაფხვრელად

შემოთავაზებული საშუალება საოცრად ეფექტურია რინგვორმის აღმოსაფხვრელად. თუმცა ასევე აუცილებელია მითითებული ფარმაკოლოგიური მკურნალობის გამოყენებაც.

საჭირო ინგრედიენტები:

  • სოდა 1 ს. კ.
  • ლავანდის ან ბეგქონდარას ზეთი 6 წვეთი
  • წყალი

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ (წყალი დაამატეთ ცოტა ისე, რომ მიიღოთ პასტისებური მასა) და ფრთხილად შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი და შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

გამოიყენეთ უმარტივესი შემოთავაზებული საშუალებები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.