შემოგთავაზებთ საოცრად გემრიელი, სქელი, ხაჭოს კრემის რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ნამცხვირის ან ტორტის მოსამზადებლად. ხაჭოს კრემს კიდევ უფრო გააგემრიელებთ თუ დაამატებთ გამდნარ შოკოლადს, ხილს, ახალ ან გაყინულ მარწყვს, მოცვს, მოცხარს, ალუბალს, ჟოლოს, ატამს.
ხაჭოს კრემი მოსამზადებლად უმარტივესია, არ სჭირდება მოხარშვა და უმოკლეს დროში შეძლებთ უგემრიელესი ნამცხვრით საყვარელი ადამიანების გამასპინძლებას.
კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხაჭო 320 გრ
- კარაქი 175 გრ
- შაქრის ფხვნილი 90 გრ
- შედედებული რძე 65 გრ
- ვანილი
- კონიაკი 1 ს. კ.
მომზადების წესი:
- ათქვიფეთ დარბილებული კარაქი, დაამატეთ შაქრის ფხვნილი და ვანილი.
- ნელ-ნელა დაამატეთ შედედებული რძე და თქვეფას აგრძელებთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე.
- ბოლოს დაამატეთ კონიაკი, დაბლენდერებული ხაჭო და კარგად ათქვიფეთ.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!