პომიდვრის მარინადის განსხვავებული რეცეპტი, რომელსაც ყოველ წელს დიდი რაოდენობით ვამზადებ

სტატიაში შემოგთავაზებთ არომატული და საოცრად გემრიელი პომიდვრის მარინადის რეცეპტს.

ძვირფასო ქალბატონებო, თქვენ პომიდვრის მარინადის შეუდარებელი ოსტატები ბრძანდებით, მაგრამ შემოგთავაზებთ განსხვავებული არომატისა და გემოს მქონე მარინადის რეცეპტს.

საჭირო ინგრედიენტები (გათვლილია 1 ქილაზე):

  • პომიდორი (გრძელი)
  • მოცხარის, ალუბლისა და პირშუშხას ფოთლები (თითო-თითო)
  • კამა ერთი ან რამდენიმე ღერო
  • ოხრახუში ერთი ან რამდენიმე ღერო
  • ტარხუნას ერთი ან რამდენიმე ღერო
  • 1 კბილი ნიორი
  • სანელებლები: შავი პიმპილის მარცვლები (1-2 ცალი), წითელი წიწაკა, დაფნის ფოთოლი.

მარინადის მოსამზადებლად დაგჭირდებათ (გათვლილია 1 ქილაზე):

  • წყალი 1 ლიტრამდე
  • მსხვილი მარილი 1 ს. კ. (სავსე)
  • შაქარი 1 ს. კ.
  • ძმარი 9%-იანი 50 მლ

მომზადების წესები:

  1. ქილები გაასტერილეთ.
  2. ზემოთ მოცემული მწვანილები კარგად გარეცხეთ, დაასხით ადუღებული წყალი და დააუყონებლივ (1 წამში) ამოიღეთ. შემდეგ ჩააწყვეთ გასტერილებულ ქილაში.
  3. პომიდვრები კბილის ჩხირით ყუნწში ჩაჩხვლიტეთ და ჩააწყვეთ ქილაში, დაამატეთ სანელებლები, დაასხით ადუღებული წყალი, დაახურეთ გასტერილებული ხუფი და გააჩერეთ 15 წუთი.
  4. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, წყალი გადმოასხით ქვაბში, მოამზადეთ მარინადი, დაასხით პომიდორს, დაახურეთ ცხელი ხუფი. ქილა ამოაბრუნეთ და შეფუთეთ, სანამ არ გაგრილდება.
  5. პირადად მე ძმრის ესენციას ვიყენებ (ლიტრიან ქილაზე 1 ს. კ., მაგრამ კარგად არ ვავსებ).

დამერწმუნეთ, თქვენ მიერ მოხდენილ საოცრებებს კიდევ ერთ შედევრს შეჰმატებთ. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!