სტატიაში შემოგთავაზებთ სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელიც კურნავს ნებისმიერ დაზიანებას და გამორიცხავს კანის პრობლემებს.
თაფლი კანის პრობლემების აღმოსაფხვრელად საუკეთესო საშუალებაა. თაფლისა და ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებებით გაჯერებული სამკურნალო მცენარეების კომბინაციით მიიღებთ უძლიერეს მალამოს.
მალამოს შემადგენლობა დატვირთულია ბუნებრივი პროდუქტებით. იხილეთ მცირე ინფორმაცია თუ რა სარგებელი მოაქვს თითოეულ მათგანს თქვენი ორგანიზმისთვის.
მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ A, D, E და K ვიტამინებით მდიდარი ზეითუნის ზეთი, რომელიც კვებავს კანს და ასევე ხელს უწყობს სწრაფ განკურნებას.
სამკურნალო ბალახი ლაშქარა ხელს უწყობს უჯრედების განახლებასა და ზრდას, მოგაშორებთ სტრიებს, სისხლჩაქცევებს, კურნავს დამწვრობებსა დაა წყლულებს.
ძირტკბილას ფესვი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც არბილებს კანს, აგრეთვე საუკეთესოა დამწვრობებისა და ჭრილობების სამკურნალოდ. ძირტკბილას ფესვი შეიცავს დიდი რაოდენობით თუთიასა და A ვიტამინს.
ავშანი (აბზინდა) სამკურნალო მცენარეა, რომელიც დაგიცავთ გაღიზიანებისგან და დაგიამებთ ტკივილს.
ჰამამელისი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, გამოიყენება კანის დაავადებების, დამწვრობებისა და ჭრილობების სამკურნალოდ.
მალამოს ძირითადი ინგრედიენტია თაფლი. თაფლი ანტიბაქტერიული საშუალებაა, აგარიდებთ ინფექციების განვითარების საფრთხეს და ხელს შეუშლის უხეში ნაწიბურების წარმოქმნას.
მალამო შეგიძლიათ გამოიყენოთ პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობების სამკურნალოდ, აგრეთვე ეფექტურია მზის დამწვრობის დროსაც, მოგაშორებთ მუწუკებს, ანთებას, სტრიებს, მოაშუშებს უმნიშვნელო ჭრილობებს, მწერების ნაკბენებს, ხელებზე, ქუსლებზე, ფეხებსა და ტუჩებზე არსებულ ნახეთქებს.
მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ გამხმარი სამკურნალო მცენარეების: ლაშქარას, ძირტკბილას ფესვის, აბზინდას, ჰამამელისის 2-2 ს. კ., ზეითუნის ზეთი 300 მლ., თაფლი 2 ს. კ., დაჭრილი ცვილი 2 ჩ. კ.
მომზადების წესი:
პირველ რიგში, ცვილი გაადნეთ ცოტა ზეითუნის ზეთთაან ერთად. შემდეგ დაამატეთ დარჩენილი ზეთი და კარგად აურიეთ. აიღეთ მინის სუფთა ქილა, მოათავსეთ სამკურნალო მცენარეების 2-2 ს. კ. ფხვნილი, დაამატეთ თაფლი, აურიეთ, დაახურეთ ხუფი და დააყოვნეთ 4-6 კვირა.
მითითებული დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ და საოცარი მალამო მზად არის. მალამო შეინახეთ მაცივარში და შეგიძლიათ 6-7 თვის განმავლობაში გამოიყენოთ.
მალამო პირველი გამოყენებისთანავე მოგცემთ შედეგს. შეგიძლიათ ზამთარში გამოიყენოთ როგორც ხელისა და ტერფების მალამო, რადგან კვებავს კანს, ატენიანებს და იცავს მას გამოშრობისგან.
გისურვებთ ჯანმრთელობას!