ახლა ნაყინს მხოლოდ საკუთარი ხელით ვამადებ. ის ნებისმიერ შენაძენზე გემრიელია

0
755

შემოგთავაზეთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც შეძლებთ ვანილის უგემრიელესი ნაყინის მომზადებას.

ნუ დაიზარებთ, თქვენი ხელით მოამზადეთ თეთრი სოცრება და საყვარელ ადამიანებს ზაფხულის ცხელი დღეები გაულამაზეთ.

ვანილის ნაყინის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძე 0,5 ლ
  • წყალი 0,5 ლ
  • შესქელებული რძე 1 ქილა
  • კარაქი 100 გრ
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • სახამებელი 1 ს. კ.
  • კვერცხის გული 5 ცალი
  • ვანილი

მომზადების წესი:

  1. კვერცხის გულები ათქვიფეთ, დაამატეთ შაქარი, სახამებელი და კარგად აურიეთ. დაასხით ცოტა რძე ისე, რომ მიიღოთ თხელი არაჟნის კონსისტენციის მასა.
  2. შესქელებული რძე გახსენით წყალში და აადუღეთ, დაამატეთ ანადუღარი რძე და ჩააგდეთ კარაქი.
  3. რძეს თანდათან დაამატეთ კვერცხიანი მასა, განუწყვეტლივ ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან და გასაციებლად ჩადეთ ცივი წყლით სავსე თასში. მორევა არ შეწყვიტოთ, რადგან უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  4. თასში ცივი წყალი ხშირად ცვალეთ ხომლე. მასა გაცივდება და თანდათან დაიწყებს გასქელებას. გადაიტანეთ ნაყინი თქვენთის სასურველ ფორმებში და შედეთ საყინულეში.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!