კანი 40 წლის შემდეგ განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. რამდენიმე მარტივი რეცეპტი, რომელიც თავს თინეიჯერად გაგრძნობინებთ

ფუტკრის თაფლი ვიტამინებისა და მინერალების ბუნებრივი წყაროა. სამკურნალო თვისებებით გაჯერებული თაფლი უძველესი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.

თაფლს ორგანიზმის მკურნალია. ყოველ დილით შეჭამეთ 1 ჩ. კ. თაფლი მწიკვ დარიჩინთან ერთად. ამ გზით შეძლებთ ორგანიზმის გაწმენდას. თაფლი აღგავსებთ ენერგიით. თაფლისა და დარიჩინის კომბინაციას ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით ორგანიზმის მკურნალს უწოდებენ.

ამჯერად, ვისაუბრებთ თაფლის შესაძლებლობებზე და სარგებელზე კოსმეტოლოგიური მიზნებისთვის. თაფლი კანისა და თმის მოვლის ერთ-ერთ საუკეთესო ბუნებრივ პროდუქტად ითვლება.

სტატიაში შემოგთავაზებთ ამ საოცარი პროდუქტის ბაზაზე მომზადებული რამდენიმე საშუალების რეცეპტს, რომელთა წყალობით შეძლებთ გქონდეთ სუფთა, გლუვი, დატენიანებული და ლამაზი კანი. თაფლი ებრძვის აკნეს და აგარიდებთ კანის პრობლემების წარმოქმნას. თაფლი კვებავს და ატენიანებს თავის კანს, აძლიერებს თმას, მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს, თმას ანიჭებს აბრეშუმისებრ მბზინვარებას.

1. თმის კონდენციონერი

მოცემული საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თაფლი 1 ს. კ.
  • თბილი წყალი 4  ჩ. ჭ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და დაბანვის შემდეგ გადაივლეთ თავზე. ხელნაკეთი კონდენციონერით თმას მიანიჭებთ აბრეშუმისებრ მბზინვარებას.

2. მშრალი კანის დამატენიანებელი ლოსიონი

ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული ლოსიონის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თაფლი 2 ს. კ.
  • ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.
  • ლიმონის წვენი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და მომზადებული ნაზავი შეიზილეთ კანის ყველაზე გამომშრალ უბნებზე, როგორიცაა იდაყვები, ხელები, ფეხები და მუხლები.

3. თაფლისა და შვრიის ფქვილის ნიღაბი

მოცემული ნიღაბის საშუალებით შეძლებთ გქონდეთ სუფთა და გლუვი კანი.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თაფლი 3 ს. კ.
  • შვრიის ფქვილი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემულ ინგრედიენტებს ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

4. აკნეს სამკურნალო ნიღაბი

მოცემული საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თაფლი 2 ს. კ.
  • რძე 2 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და შეიზილეთ სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თუ გსურთ, გაიწმინდოთ კანი ცხიმისგან და აკნესგან ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ.

5. თავის კანის მკვებავი ნიღაბი

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მწიფე ავოკადო 1 ცალი
  • თაფლი 2 ს. კ.
  • ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მიღებული მასა შეიზილეთ თავის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით ჩამოიბანეთ.

თუ მოცემული ნიღაბის შემადგენლობიდან ამოიღებთ ზეითუნის ზეთს, თაფლისა და ავოკადოს ნარევი შეგიძლიათ გამოიყენოთ თავის კანის დასატენიანებლად და პილინგისთვის.

6. ტუჩების სკრაბი

სკრაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნუშის ზეთი 1 ს. კ.
  • შაქარი 1 ჩ. კ.
  • თაფლი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და თითების წრიული მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ ტუჩებზე. ტუჩები დაგირბილდებათ და აღარ დაგისკდებათ.

მოცემული საშუალება გამოიყენეთ კვირაში ერთხელ. უდავოა, რომ თაფლის სარგებელი უზარმაზარია!

გაითვალისწინეთ, თუ ალერგიული ხართ, მოერიდეთ თაფლის გამოყენებას!