ლოგინიდან წამოდგომაც კი მიჭირდა, დღეს კი, 50 წლის ასაკში, თავს მხნედ და ენერგიულად ვგრძნობ

11779

შრატი ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა, რომლის წყალობითაც შეძლებთ თავი დააღწიოთ ფეხების გაუსაძლის ტკივილს.

რძის შრატი (ახალი, მაქსიმუმ 5 საათის) უნიკალური ტუტე პროდუქტია, თან ყველაზე საუკეთესო. შრატი გაჯერებულია რძის შემადგენლობაში შემავალი ყველა სასარგებლო თვისებით.

რძის შრატის მიღება შეგიძლიათ ხელნაკეთი ხაჭოს მომზადებისას. ხაჭოც მიეკუთნება ტუტე საკვებ პროდუქტებს. სტატიაში შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც შეძლებთ ხელნაკეთი ხაჭოს მომზადებას.

მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას:

  1. 1-2 ლ ფერმენტირებული რძე (რძეს დაამატეთ 3-4 ს. კ. მაწონი) გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე ან შემდეგი წესის მიხედვით, მოამზადეთ ორთქლის აბაზანაზე: ფერმენტირებული რძე ჩაასხით მინის ქილაში. ქილა ჩადეთ წყლიან ქვაბში, რომელშიდაც ჩააფენთ ბამბის ქსოვილს, გააცხელეთ, სანამ არ გამოიყოფა ხაჭო და მოყვითალო სითხე.
  2. მე მარტივ ვარიანტს ვირჩევ და რძეს პირდაპის ქვაბში ვათავსებ. მიღებული მასები გამოყავით ერთმანეთისგან. ხაჭო მარლის საშუალებით გაწურეთ, დატოვეთ თქვენთვის სასურველი კონსისტენციის და გემრიელად მიირთვით. მიღებული შრატი კი სამკურნალოდ გამოიყენეთ, რადგან მომდევნო 5 საათის განმავლობაში მას აქვს ტუტე რეაქციები და საოცრად ეფექტურია სამკურნალო თვალსაზრისით.

შრატი შეგიძლიათ დალიოთ, მხოლოდ შაქარი არ დაამატოთ. შრატისგან შეგიძლიათ გამოაცხოთ პური, მოამზადოთ ბლინები, ფუნთუშები და ნებისმიერი სხვა ცომეული.

ამჯერად, ვისაუბრებთ უნიკალური ტუტე პროდუქტის სოცარ უნარზე. მისი წყალობითაც შეძლებთ გაიჩეროთ ფეხების გაუსაძლისი ტკივილი. გააცხელეთ შრატი, თქვენთვის მისაღებ ტემპერატურაზე, ჩაყავით ფეხები და გააჩერეთ, სანამ სითხე არ გაგრილდება. პროცედურის ბოლოს ამოიცვით წინდა, დაწექით და მშვიდად დაიძინეთ. 3 პროცედურის შემდეგ შეძლებთ ტკივილების აღმოფხვრას.

შრატით მკურნალობა შეგიძლიათ ჩაიტაროთ ვარიკოზის დროსაც, მაგრამ მასა ძალიან არ გააცხელოთ და აუცილებლად დააყოვნეთ ფეხები გაგრილებამდე.

ვისაც გამოგიცდიათ, დამეთანხმებით, გაუსაძლისი ტკივილი  ახლავს ქუსლებში წარმოქმნილ მარილის წანაზარდებს, ე. წ. დეზებს, რომელიც სიცოცხლის ხალისს გიკარგავთ, შეუძლებელია სიარული. რა არ ვცადე, რომ გაუსაძლისი ტკივილისთვის თავი დამეღწია. დეიდამ მირჩია, აიღე სიმინდის გამხმარი ტარო და ქუსლებით ამოძრავეო. ეს მეთოდი ბევრად ეფექტური გამოდგა. ჩემი მწარე გამოცდილებით გირჩევთ, რომ ტკივილის გასაყუჩებლად  ქუსლები არ ურტყათ იატაკს, რადგან შეიძლება უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. ცადეთ შრატით მკურნალობა და დაელოდეთ ეფექტურ შედეგს.

შრატი შეგიძლიათ გამოიყენოთ აბსცესის (შემოფარგლული ჩირქგროვა) სამკურნალოდ. მაგალითად, დაგიჩირქდათ თითი, ჩაყავით ცხელ შრატში და გააჩერეთ რამდენიმე წუთი ან დაზიანებულ ადგილზე დაიდეთ ცხელი შრატით გაჯერებული საფენები. საოცარი ტუტე პროდუქტით შეგიძლიათ დაეხამროთ თქვენს ოთხფეხა მეგობრებსაც.

დაიმმახსოვრეთ, შრატი უნდა იყოს ახალი (მაქსიმუმ 5 საათის). გისურვებთ ჯანმრთელობას!