ბუნებრივი შარდმდენი საშუალებები ამცირებს ორგანიზმში სითხის დაგროვებას და აგვარიდებს შარდმდენი პრეპარატების გვერდით ეფექტებს.
სითხის შეკავება და შეშუპება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, განსაუთრებით 50 წელს გადაცილებულ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში. ბევრი ადამიანი ერიდება შარდმდენი პრეპარატების გამოყენებას. საბედნიეროდ, არსებობს ალტერნატიული საშუალებები, რომელთა დახმარებით მოიგვარებთ მოცემულ პრობლემას.
გთავაზობთ ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო პროდუქტების ჩამონათვალს:
B ჯგუფის ვიტამინები საუკეთესო შარდმდენი საშუალებებია. დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ამ ვიტამინით მდიდარი საკვები პროდუქტები.
მიირთვით საზამთრო და ნიახური, რომლებიც ბუნებრივი შარდმდენი საშუალებებია.
მიიღეთ ბაბუაწვერას ჩაი, რომელიც უძლიერესი შარდმდენი საშუალებაა. დღის განმავლობაში დალიეთ 2-3 ფინჯანი ბაბუაწვერას ჩაი. სამკურნალო ნაყენის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მცენარის ყველა ნაწილი. მაქსიმალურის ეფექტის მისაღებად ჩაი მიიღეთ 7-10 დღის განმავლობაში. ბაბუაწვერას ჩაი მოგიხსნით შეშუპებას და გაგათავისუფლებთ ზედმეტი კილოგრამებისგან.
გარკვეული ბუნებრივი პროდუქტებისა და სასმელების წყალობით მოიშორებთ ზედმეტ კილოგრამებს, გაიწმენდთ ორგანიზმს ტოქსინებისგან და დაირეგულირებთ არტერიულ წნევას. ეს საკვები ხელს უწყობს მეტი შარდის წარმოებას, რომლის საშუალებითაც შემდეგ ორგანიზმიდან გამოიდევნება დიდი რაოდენობით ტოქსინები, ზედმეტი სითხე, ინფექციები და მიკრობები.
მწვანე ჩაი
მწვანე ჩაის კოფეინი ქმნის ბუნებრივ შარდმდენ ეფექტს. დაგეხმარებათ სისხლის წნევის დარეგულირებაში, წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, ასწრაფებს მეტაბოლიზმს და ითვლება ანტიოქსიდანტების ბუნებრივ წყაროდ.
მოცვის წვენი
მოცვი უძლიერესი საშუალებაა შარდსასქესო გზების ინფექციების სამკურნალოდ. მოცვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, C ვიტამინით, მჟავებით, რომლებიც ხელს უშლის თირკმელებში კენჭების წრმოქმნას. უძველესი დროიდან გამოიყენება მოცვის წვენი სისხლის გასაწმენდად, რესპირატორულ დაავადებათა სამკურნალოდ. რეკომენდებულია, დღის განმავლობაში მიიღოთ 100-150 მლ მოცვის წვენი.
იხილეთ ბუნებრივ პროდუქთა ჩამონათვალი, რომელთაც შარდმდენი ეფექტი აქვს: ნიახური (შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიახურის თესლიც), ოხრახუში, ბაბუაწვერას ყვავილები, ფოთლები და ფესვები, კენკრა, ღვია, სატაცური, ნესვი, საზამთრო, ვაშლი, ვაშლის ძმარი, არტიშოკი, პაროსნები, მაისის ჭინჭარი, კამა, ცერეცოს თესლი, კიტრი, ხახვი, ნიორი, ბრიუსელის კომბოსტო, ჭარხალი, კომბოსტო, სტაფილო, პომიდორი, სალათის ფურცლები, ბოლოკი, მდოგვი, კაიენის წიწაკა, პირშუშხა, აგრეთვე სანელებლები: ცეილონის დარიჩინი, მუსკატის კაკალი (ჯავზი), ილი (კარდამონი).
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!