ნიორი, ვაშლის ძმარი და თაფლი სამკურნალო თვისებებით გაჯერებული ბუნებრივი ინგრედიენტებია. სწორედ ამიტომ, ეს საოცარი პროდუქტები ეფექტურად გამოიყენება სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ.
მათი კომბინაცია კი სასწაულებს ახდენს და წარმოუდგენლად ეფექტურია ართრიტის, მაღალი არტერიული წნევის, ასთმის, რესპირატორულ დაავადებათა სამკურნალოდ. მათი კავშირი შეუცვლელია ინფექციების, ვირუსების, ბაქტერიების საწინააღმდეგოდ, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ცუდი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად.
სტატიაში შემოგთავაზებთ ნივრის, თაფლისა და ვაშლის ძმრის ბაზაზე მომზადებული ჯადოსნური ნაყენის რეცეპტს, რომელიც წმენდს, კვებავს და აახალგაზრდავებს ორგანიზმს. შეგიძლიათ ნაყენი გამოიყენოთ პროფილაქტიკის მიზნით.
ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ვაშლის ძმარი 1 ჩ. ჭ.
- თაფლი 1 ჩ. ჭ.
- ნიორი 8 თავი
მომზადების წესი:
მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ, გადაიტანეთ მინის ჭურჭელში, დაახურეთ თავზე და 7 დღით დააყოვნეთ. შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარშიც. ნაყენი 7 დღის შემდეგ გადაიქცევა სამკურნალო საშუალებად.
გამოყენების წესი:
თუ თქვენ ნაყენს პროფილაქტიკის მიზნით იყენებთ, მაშინ საკმარისია საუზმემდე 20-30 წუთით ადრე, უზმოზე, მიიღოთ 1 ს. კ., ხოლო თუ სამკურნალოდ იყენებთ, მიიღეთ 1,5-2 ს. კ., შეგიძლიათ გააზავოთ 1 ჩ. ჭ. წყალშიდაც.
სამკურნალო პროცედურა გრძელდება მომზადებული რაოდენობის ამოწურვამდე, შემდეგ ერთი კვირა დაისვენეთ და კვლავ გააგრძელეთ.
ნაყენის გამოყენება არ შეიძლება მათთვის, ვისაც მოცემული ინგრედიენტებიდან რომელიმეზე ალერგია აღენიშნება, გასტრიტით ან წყლულით დაავადებულთათვის. შეგიძლიათ თავიდან შეგუების მიზნით ნახევარი ჩ. კ. მიიღოთ და რაოდენობა თანდათან გაზარდოთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!