
კანის პრობლემათა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია პიგმენტური ლაქები. ასაკთან ერთად სახეზე და კანზე ჩნდება უსიამოვნო მუქი ლაქები. თანამედროვე ქალბატონები განებივრებული არიან უმრავი სხვადასხვა კომერციული საშუალებით. ჩვენი წინაპრები კი სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად ბუნებრივ სიმდიდრეს იყენებდნენ და სილამზითაც გამორჩეულები იყვნენ.
სტატიაში შემოგთავაზებთ პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო ყველაზე საუკეთესო და ეფექტური საშუალებების უძველეს, მივიწყებულ რეცეპტებს, რომელთაც ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები იყენებდნენ. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და შედეგით ისიამოვნეთ.
1. ნივრის კბილი
ნივრის კბილი გაჭერით შუაზე და შეიზილეთ დაზიანებულ კანზე. ამ გზით შეძლებთ კანის გაღიავებას.
2. ყურძნის წვენი
მარლის საფენი გააჯერეთ ყურძნის ნატურალური წვენით და დაიფინეთ სახეზე. დაწექით, მოდუნდით და ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი.
3. სოდა
სოდა საუკეთესო საშუალებაა როგორც დასატენიანებლად, ისე კანის გასაწმენდად. მოამზადეთ სოდისა და წყლის ნარევი, მასა უნდა იყოს პასტისებური. ნიღაბი დაიტანეთ სახის კანზე და გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი.
4. ლიმონის წვენი
შემოთავაზებული საშუალების მოხმარებამდე დარწმუნდით, რომ არ ხართ ალერგიული და თამამდ გამოიყენეთ თანაბარი რაოდენობით აღებული არაჟნისა და ლიმონის წვენის ნარევი. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი.
ნუ გადაიხდით ზედმეტს, აირჩიეთ სასურველი საშუალება და იზრუნეთ, რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა და სილამაზე.