თხელი, ნაზი და ჰაეროვანი ბლინების უმარტივესი რეცეპტი. გამოგივათ იდეალური იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირველად ამზადებთ

0
1236

შემოგთავაზებთ თხელი, ნაზი, ჰაეროვანი და გემრიელი ბლინების რეცეპტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ადუღებული წყალი 1,5 ჩ. ჭ.
  • რძე 1,5 ჩ. ჭ.
  • კვერცხი 2 ცალი
  • ფქვილი 1,5 ჩ. ჭ.
  • კარაქი ერთ-ნახევარი ს. კ.
  • შაქარი ერთ-ნახევარი ს. კ.
  • მარილი ნახევარი ჩ. კ.
  • ვანილი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ მარილი და ვანილი. ნაწილ-ნაწილ შეურიეთ ჯერ რძე, შემდეგ_ ფქვილი.
  2. კარაქი გაადნეთ და დაამატეთ მიღებულ ცომს. ბოლოს ამატებთ ცოტა-ცოტა მდუღარეს და თან ურევთ განუწყვეტლივ.
  3. მზა ცომი დაასვენეთ ცოტა ხანს და შემდეგ, ჩვეულებრივი წესის მიხედვით, დაიწყეთ გამოცხობა.
  4. ტაფას წაუსვით ცოტა ზეთი და ცომი თხელ ფენად დაასხით. აცხობთ 1-2 წუთი და შემდეგ გადააბრუნეთ.

თხელ, ჰაეროვან და ნაზ ბლინებს შეგიძლიათ მოაყაროთ შაქარი ან მიირთვათ ჯემით, თაფლით, არაჟნით.

მოამზადეთ თხელი და ჰაეროვანი ბლინები და გაახარეთ თქვენი საყვარელი ადამიანები. გემრიელად მიირთვით!