წვიანი წიწაკა ხორცისა და სანელებლების გემრიელი შიგთავსით. კერძი, რომელსაც ხშირად მოამზადებთ

შემოგთავაზებთ უგემრიელესი კერძის რეცეპტს. არომატული სანელებლებით შეზავებული ხორცით სავსე წითელი ბულგარული წიწაკები ისე მადის აღმძვრელად გამოიყურება, რომ აუცილებლად მოგინდებათ დაგემოვნება.

კერძის  მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წითელი ბულგარული წიწაკა 4 ცალი (დიდი)
  • ქათმის მკერდი ან გატარებული ხორცი (გემოვნებით) 500-600 გრ
  • ყველი 100 გრ
  • არაჟანი 2-3 ს. კ.
  • მარილი ნახევარი ჩ. კ.
  • სანელებლები ხორცისთვის გემოვნებით
  • ფქვილი 1 ს. კ.
  • წყალი 70 მლ
  • ზეთი ცოტა

მომზადების წესი:

  1. ქათმის მკერდი პატარა კუბიკებად დაჭერით და შეწვით, დაამატეთ ფქვილი, არაჟანი, დაასხით წყალი, განუწყვეტლივ ურევთ და საშუალო ცეცხლზე  ამზადებთ 4 წუთის განმავლობაში.
  2. წიწაკები გაჭერით შუაზე, თესლისგან გაასუფთავეთ და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე. შემდეგ წიწაკების ნახევრები მომზადებული ხორციანი მასით ამოავსეთ და ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი.
  3. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 30 წუთი.

უგემრიელესი კერძი თქვენს სადღესასწაულო სუფრასაც  დაამშვენებს და ყველას მოწონებას დაიმსახურებს. გემრიელად მიირთვით!