5 პროდუქტი, რომელიც საერთოდ უნდა აკრძალოთ, თუ მაღალი წნევა გაწუხებთ

3632

სისხლის მაღალი წნევა ანუ ჰიპერტენზია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და მოსახლოების 40%-ზე მეტს აწუხებს. არტერიული ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკა, სიმსუქნე, მარილის ჭარბად მოხმარება, თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება, ფიზიკური აქტივობების ნაკლებობა.

მაღალი წნევა მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზი არის, ამიტომ აუცილებელია მისი დარეგულირება.

მრავალი მედიკამენტი და სამედიცინო პროცედურა არსებობს, რომელთა საშუალებითაც შეძლებთ წნევის დარეგულირებას.  გარდა ამისა, პროფილაქტიკისთვის აუცილებელია კვების რაციონიდან ამოიღოთ გარკვეული პროდუქტები.

თუ თქვენ მაღალი წნევა გაწუხებთ, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებზე.

1. მწნილები

უცხიმო და დაბალკალორიული მწნილები შეიცავს K ვიტამინს,  რომელიც ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, მაგრამ, სამწუხაროდ, შეიცავს დიდი რაოდენობით ნატრიუმს.

მარილწყალი, როგორც წესი, შეიცავს უამრავ მარილს, ამიტომ თუ ჰიპერტენზია გაწუხებთ, მოერიდეთ მწნილების მიღებას.

2. შაქარი

შაქრის გადაჭარბებულ მოხმარებას შედეგად მოჰყვება არასასურველი კილოგრამების მომატება და ჰიპერტენზია.

სპეციალისტები რჩევით, ქალბატონებმა უნდა შეამცირონ შაქრის მიღება დღეში 6 ჩაის კოვზამდე, ხოლო მამაკაცებმა 9 ჩაის კოვზამდე.

3. სწრაფი მომზადების სუპები

მოცემული სუპები, მართალია, უმარტივესი მოსამზადებელია, მაგრამ პრაქტიკულად არ შეიცავს სასარგებლო საკვებ ნივთიერებებს.

4. ძეხვეული

ეს პროდუქტები შეიცავს დიდი რაოდენობით სანელებლებს, მარილს და სხვა გაცილებით ნაკლებად სასარგებლო ნივთიერებებს.

5. ყავა

არომატულმა სასმელმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის უეცარი მატება. თუ გსურთ, ნორმალური არტერიული წნევა შეინარჩუნოთ, მოერიდეთ ნებისმიერი კოფეინირებული სასმელის მიღებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!