სხეულის გაწმენდაში და წონის დაკლებაში მარტივი საშინაო რეცეპტი ძაალიან დამეხმარა

იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს მედიკამენტების მუდმივად გამოყენება, სტრესები, D ვიტამინის დეფიციტი, არასწორი კვება, პასიური ცხოვრების წესი ან ხშირი გაციება და გრიპი.

შემოგთავაზებთ დეტოქს სასმელის რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ თქვენი იმუნური სისტემის  გაძლიერებას.

მიზეზი, რის გამოც ეს დეტოქსიკური სასმელი ასე კარგად მუშაობს, არის მისი შემადგენელი უნიკალური ინგრედიენტების კომბინაცია. თქვენი იმუნური სისტემა სტიმულირდება ძირითადად C ვიტამინით, კაპსაიცინითა და თაფლში შემავალი ფერმენტებით.

ამ სამი ნედლეულის კომბინაცია ხელს უწყობს ორგანიზმში ანთების შემცირებას, საჭმლის მონელების გაუმჯობესებასა და მეტაბოლიზმის დაჩქარებას.

თუ სასმელს დაამატებთ ანტიოქსიდანტებითა და ფიტოელემენტებით მდიდარ კენკრასა და ჯანჯაფილს თქვენი ჯანმრთელობისთვის დამატებით სარგებელს მიიღებთ.

სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ლიმონის წვენი 1 ს. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • კაიენის წიწაკა მწიკვი
  • ჯანჯაფილის გახეხილი ფესვურა ¼ ჩ. კ.
  • წყალი 1 ჩ. ჭ.
  • სეზონური კენკრა 100 გრ (შეგიძლიათ გაყინულიც გამოიყენოთ)

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ ერთგვარი მასის მიღებამდე. ისიამოვნეთ საოცარი გემოთი და არომატით.

გამოყენების წესი:

რეკომენდებულია, სასმელი მიიღოთ დღეში ერთხელ საუზმესა და სადილს შორის. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 14 დღე.

გამოიყენეთ შემოთავაზებული საშუალება. ამ გზით ხელს შეუწყობთ თირკმელების ფუნქციონირების აღდგენას, მეტაბოლიზმის ასწრაფებას, ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას.

შემდეგ 2 კვირა დაისვენეთ და პროცედურები კვლავ გააგრძელეთ. გისურვებთ ჯანმრთელობა!