ნაზი და ფუმფულა კექსები ხაჭოს ცომით. დესერტი, რომელიც პირში დნება

1037

კექსი უკრემო დესერტია, რომელიც განსაკუთრებით უყვართ პატარებს. შემოგთავაზებთ ხაჭოს ჰაეროვანი და არომატული კექსის რეცეპტს. ფაფუკი კექსები ისეთი გემრიელია, რომ პირში დნება.

კექსის მოსმზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 200 გრ ხაჭო
  • 2 ს. კ. არაჟანი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 2 ს. კ. კარაქი
  • 1 ჩ. ჭ. ფქვილი
  • 1 ჩ. ჭ. შაქარი
  • ნახევარი ჩ. კ. სოდა/ძმრით
  • ვანილი მწიკვი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. შაქარი და კვერცხი ათქვიფეთ გატეთრებამდე, დაამატეთ გამდნარი კარაქი, ვანილი, მარილი, ხაჭო, არაჟანი და კარგად აურიეთ. შემდეგ ნელ-ნელა შეზილეთ გაცრილი ფქვილი და სოდა/ძმრით.
  2. ფაფუკი ცომი თანაბრად გაანაწილეთ სპეციალურ ფორმებში და გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30-35 წუთი.

უნაზეს კექსებს, თუ თქვენმა პატარებმა გაგრილება დააცადეს, მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!