ლიმონის ნაზი ორცხობილა კეფირზე. ისეთი მსუბუქი და არომატულია, გასინჯვისთანავე შეგიყვარდებათ

შემოგთავაზებთ ლიმონის არომატით გაჯერებული უგემრიელესი ორცხობილების რეცეპტს.

ლიმონის ორცხობილების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 100 გრ ფქვილი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 200 მლ უცხიმო კეფირი
  • 100 გრ დაფქული შვრია
  • 1 ცალი ლიმონი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • სტევია (ბუნებრივი შაქარი) გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

  1. დაფქული შვრია, ფქვილი, გამაფხვიერებელი და სტევია აურიეთ. შემდეგ დაამატეთ კვერცხი, კეფირი და მოამზადეთ ცომი.
  2. ლიმონი დაჭერით, გაასუფთავეთ თესლისგან და ქერქთან ერთად დააბლენდერეთ. მიღებული მასა შეაზილეთ მომზადებულ ცომს და გამოხელეთ ორცხობილები.
  3. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ოორცხობილები თანაბრად გაანაწილეთ.
  4. ღუმელი გააცხელეთ 200 გრ ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15 წუთი.

მოამზადეთ ლიმონის არომატით გაჯერებული ოქროსფრად დაბრაწული ორცხობილები და ისიამოვნეთ!