შემოგთავაზებთ საოცრად გემრიელი დესერტის რეცეპტს. ლიმონისა და ფორთოხლის არომატებით გაჯერებული დაუჯერებლად ნაზი, რბილი და თხელი ცომით მომზადებული დესერტი ისეთი გემრიელია, რომ თითებს ჩაიკვნეტთ.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 3 ჩ. ჭ.
- შაქარი 3 ს. კ.
- კარაქი 200 გრ
- რძე ნახევარი ჩ. ჭ.
- საფუარი ჩაის კოვზამდე
- მარილი ნახევარი ჩ. კ.
ინგრედიენტები შიგთავსისთვის:
- ფორთოხალი 1 ცალი
- ლიმონი 1 ცალი
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- მანანი 1 ს. კ.
მომზადების წესი:
- თასში აურიეთ რძე, საფუარი, შაქარი და ცოტა ხნით დააყოვნეთ. ცალკე თასში მოათავსეთ გაცრილი ფქვილი, მარილი, დარბილებული კარაქი, დაამატეთ საფუვრიანი ნარევი და მოზილეთ ნაზი ცომი. ცომს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და ნახევარი საათით შედეთ მაცივარში.
- ამზადებთ შიგთავსს: ხილი გარეცხეთ და დაასხით ცხელი წყალი. ამ გზით შეძლებთ კანიდან სიმწარის ამოღებას. ხილი დაჭერით, თესლებისგან გაწმინდეთ და ქერქიანად გაატარეთ. შემდეგ დაამატეთ შაქარი, მანანი და კარგად აურიეთ.
- ცომი გამოიღეთ მაცივრიდან, გაყავით 3 თანაბარ ნაწილად და გააბრტყელეთ საცხობი ფორმის შესაბამის ფენად. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და ჩადეთ პირველი ფენა. დაიტანეთ მასზე შიგთავსის ნახევარი და თანაბრად გაანაწილეთ. შემდეგ დაადეთ მეორე ფენა, გაანაწილეთ მასზე შიგთავსის დარჩენილი ნახევარი, გადააფარეთ ცომის მესამე ფენა და მიღებული მასა რამდენიმე ადგილას ჩანგლით დაჩხვლიტეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40 წუთი.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!