
შემოგთავაზებთ უგემრიელესი და საოცრად არომატული ცხარე აჯიკის რეცეპტს. ზღაპრულად სურნელოვანი, მკვეთრი წითელი აჯიკა უმარტივესი მოსამზადებელია.
აჯიკის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- პამიდორი 2,5 კგ
- სტაფილო 1 კგ
- ნიორი 200 გრ
- წითელი ცხარე წიწაკა 3-5 ცალი (ან თქვენი გემოვნების მიხედვით)
- მზესუმზირის ზეთი 200 მლ
- ძმრის ესენცია 1 ჩ. კ.
- შაქარი 200 გრ
- მსხვილი მარილი 3-4 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- ინგრედიენტები მოამზადეთ.
- სტაფილო გათალეთ, გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
- პამიდორი დაჭერით კუბიკებად და დააწყვეთ საწურზე.
- ნიორი დაჭყლიტეთ. ცხარე წიწაკა გაასუფთავეთ თესლისგან და დაჭერით.
- სქელძირიან ქვაბში მოათავსეთ პამიდორი, სტაფილო, ცხარე წიწაკა, ზეთი და დადგით საშუალო ცეცხლზე. თუშეთ 1 საათი. შიგადაშიგ აუცილებლად მოურიეთ.
- შემდეგ დაამატეთ მარილი, შაქარი, ძმრის ესენცია, ნიორი და მხოლოდ რამდენიმე წამით გამოიყენეთ ხელის ბლენდერი. ადუღეთ კიდევ 5 წუთი.
ცხელი აჯიკა ჩაასხით გასტერილებულ პატარა ქილებში, დაახურეთ ასევე გასტერილებული ხუფები, დააწყვეთ თავდაყირა და გაგრილებამდე შეფუთეთ.
გემრიელად მიირთვით!