ნატურალური საშუალება სტრიებს მინიმალურ დროში ნაკლებად შესამჩნევს გახდის

შემოგთავაზებთ უმარტივესი და ბიუჯეტური საშუალების რეცეპტს, რომელიც ეფექტურად გამოიყენება კანზე არსებული უსიამოვნო ხაზების, სტრიების, საწინააღმდეგოდ. სტრიების  წარმოქმნის ძირითადი მიზეზი არის ორსულობა და ჰორმონალური ცვლილებები.

ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ცალი ლიმონის წვენი
  • 2 ს. კ. შაქარი
  • 1 ს. კ. ნუშის ზეთი
  • ქოქოსის ზეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები, გარდა ქოქოსის ზეთისა, აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. მოცემული საშუალება დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობებით. ამ გზით ნარევი ღრმად აღწევს კანში და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
  3. პროცედურის ბოლოს დაიბანეთ თბილი წყლით, კარგად შეიმშრალეთ და კანის დასატენიანებლად წაისვით ქოქოსის ზეთი.

გამოიყენეთ შემოთავაზებული საშუალება და დაივიწყეთ ძვირადღირებული კომერციული მალამოები!