თვალებიდან შავი ტომრები და ზედმეტი წლები რომ ჩამოირეცხოთ, გამოიყენეთ ხელმისაწვდომი საშუალება

თუ გსურთ, გაიღიავოთ კისრის, მკლავების, იდაყვების, მუხლების კანი, თვალების ირგვლივ არსებული მუქი წრეები, გამოიყენეთ საკვები სოდის ბაზაზე მომზადებული საშუალებები.

ნატრიუმის ბიკარბონატი ეფექტურად გამოიყენება მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად. ის  ხელს უწყობს კანის აღდგენასა და გაღიავებას. საკვები სოდა ღრმად წმენდს კანს, შთანთქავს ჭარბ ცხიმს და აშორებს ჭუჭყს.

ბევრი ადამიანი ხშირად უჩივის კანის ანთების გამოვლინებას, სიმშრალეს, აქერცვლას, თვალების ირგვლივ კანის გამუქებას, ქუთუთოების შეშუპებას. ეს გასაკვირიც არ არის, ჩვენი ცხოვრების წესის გამო.

კანის მდგომარეობაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ცუდი კვება, გადამუშავებული საკვების მიღება, სტრესები, გარემო ფაქტორები, ზოგიერთი მედიკამენტი, რადგან მათ შეუძლია ორგანიზმიდან ტუტე მინერალების ამოღება. ანთების შესამცირებლად და საბოლოოდ აღმოსაფხვრელად საჭიროა ორგანიზმის ალკალიზაცია. ნატრიუმის ბიკარბონატი ზრდის PH-ს ბალანსს და ამცირებს ორგანიზმში ანთებას.

ყველა ქალის ოცნებაა, იდეალურ მდგომარეობაში ჰქონდეს სახის კანი და ამისთვის თანხებს არ იშურებენ. ზოგი უპირატესობას ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებულ მატრივ და ყველასთვის ხელმისაწვდომ საშუალებებს ანიჭებს.

შემოგთავაზებთ მარტივ რეცეპტს, რომლიც დაგეხმარებათ ანთებითი პროცესის აღმოფხვრაში. საოცარი ნიღაბის საშუალებით შეძლებთ თვალების ირგვლივ მუქი წრეების გაღიავებას. ნიღაბი მოგაშორებთ თვალების ქვეშ არსებულ ჩანთებს.

შემოთავაზებული საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • სოდა 1 ჩ. კ.
  • თბილი ჩაი 50 მლ (სასურველია გვირილის ჩაი)

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. მომზადებული ნარევით გააჯერეთ ბამბის ფირფიტები და 15-30 წუთით დაიდეთ დახუჭულ ქუთუთოებზე.

პროცედურის ბოლოს დაიბანეთ ცივი წყლით და წაისვით ცოტა ქოქოსის ზეთი. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, მოცემული საშუალება გამოიყენეთ ყოველ დღე.

მის დახმარებით მოიშორებთ თვალების ირგვლივ მუქ წრეებსა და ჩანთებს. აღსანიშნავია, რომ სამკურნალო პროცესი შერწყმული უნდა იყოს სწორ კვებასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მიიღებთ შედეგს, რომელზედაც ოცნებობთ.