შემოგთავაზებთ ბანანისა და რეჰანის ბაზაზე მომზადებული უძლიერესი სამკურნალო სმუზის რეცეპტს, რომლის წყალობითაც ორგანიზმს გაიჯერებთ უამრავი სასარგებლო ნივთიერებით. მიიღებთ ბანანისა და რეჰანის ყველა სარგებელს. მოცემული პროდუქტები ანტიოქსიდანტების ბუნებრივი წყაროა. მათი კომბინაცია ამცირებს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს, რომლებიც იწვევს სახსრების ტკივილს, დაღლილობას, თავის ტკივილს და ა.შ.
ცნობილია, რომ რეჰანი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც იცავს ორგანიზმს ნაადრევი დაბერებისგან. იგი შეიცავს ფლავონიდებს, მცენარეულ პიგმენტებს. რეჰანი იცავს უჯრედებს მძიმე მეტალებისგან, რადიაციისგან და ტოქსინებისგან.
რეჰანის სმუზი დაგეხმარებათ კოლიკას, ყაბზობისა და საჭმლის მონელების პრობლემების აღმოფხვრაში. შეგიძლიათ გამოიყენოთ გრიპის, გაციების, ასთმის, ბრონქიტისა და ჰაიმორიტის სამკურნალოდ.
სმუზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- მწიფე ბანანი 2 ცალი
- რეჰანის (ნედლი) 10 დიდი ფოთოლი
- თაფლი 1 ჩ. კ.
- ნუშის ან სეზამის რძე 1 ჩ. ჭ.
- კაკაო ნახევარი ჩ. კ. (თქვენი სურვილისამებრ)
მომზადებისა და მიღების წესები:
მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და არომატული სმუზი მიიღეთ მომზადებისთანავე.
სმუზის რეგულარულად მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ იგრძნობთ მდგომარეობის გაუმჯობესებას, ნორმალიზდება არტერიული წნევა, შეგიმცირდებათ სახსრების ტკივილი. გაიუმჯობესებთ კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!