უამრავი ბიუჯეტური და ბუნებრივი პროდუქტი არსებობს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი პროდუქტების ბაზაზე მომზადებული ხელნაკეთი საშუალებების რეცეპტებს, რომლებიც ხელს უწყობს სიტუაციის საგრძნობლად შეცვლას, კვებავს და ატენიანებს კანს.
1. ბოლოკი
უამრტივესი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტის დახმარებით შეძლებთ კანის პრობლემების აღმოფხვრას. ბოლოკი კვებავს და აღიავებს კანს, მოგაშორებთ პიგმენტურ ლაქებს.
უმარტივესი ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ბოლოკი (საშუალო) 1 ცალი
- შვრიის ფანტელი (წვრილი)
- ცოტა რძე (შეგიძლიათ გამოიყენოთ კეფირი, არაჟანი, იოგურტი)
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- გათალეთ ბოლოკი, გახეხეთ, დაამატეთ შვრიის ფანტელი და კარგად აურიეთ. მიიღებთ სქელ მასას. შემდეგ დაამატეთ ცოტა რძე ისე, რომ მიიღოთ სქელი არაჟნისებური მასა.
- მომზადებული საშუალება დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ და სამოქმედოდ დაიტოვეთ 10-15 წუთი.
ნიღაბი 7 დღის განმავლობაში გაიკეთეთ ყოველდღიურად, ხოლო ერთი კვირის შემდეგ, კვირაში ერთხელ.
2. ძირტკბილას ფესვი
შემოგთავაზებთ ძირტკბილას ფესვის ბაზაზე მომზადებული ნიღაბის რეცეპტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ძირტკბილას ფესვის ფხვნილი 1 ს. კ.
- ვაშლის პიურე 1 ჩ. კ.
- ნუშის ზეთი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი.
მაქსიმალური შედეგის მისაღებად ნიღაბი გაიკეთეთ ერთი თვის განმავლობაში, კვირაში 2-3-ჯერ.
3. კიტრი
კიტრის შემადგენლობაში შედის წყალი. სწორედ ამიტომ, ის საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა და ეფექტურად გამოიყენება კანის დაავადებათა სამკურნალოდ. შემოგთავაზებთ კიტრის ბაზაზე მომზადებული რამდენიმე საშუალების რეცეპტს.
თუ თქვენ სახეზე ლაქები გაქვთ 15-20 წუთი დაიდეთ კიტრის ნაჭრები. პროცედუები გაიმეორეთ კვირაში 2-3-ჯერ.
- გახეხილ კიტრს შეურიეთ ალოეს გელი. მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. ერთ კვირაში თქვენ მიიღებთ კანის იდეალურად თანაბარ ტონს.
- გახეხილ კიტრს დაამატეთ მუხუდოს ფქვილი, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და გაიჩერეთ გაშრობამდე. მოცემული საშუალება გამოიყენეთ კვირაში 2-3-ჯერ.
4. წითელი ოსპი
კანის გასაღიავებლად, მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად ეფექტურ შედეგს მოგცემთ წითელი ოსპი. მოცემული პროდუქტი მდიდარია ცილით.
- ღამით ჩაალბეთ ცოტა ოსპი. მეორე დილით დააბლენდერეთ, დაამატეთ ცოტა ქოქოსის ზეთი და პამიდვრის წვენი. უნდა მიიღოთ მალამოსებური მასა.
- მიღებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი.
ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ.
5. თაფლი
დამატენიანებელი და მკვებავი თვისებებით გაჯერებული თაფლი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა კანის პრობლემების აღმოსაფხვრელად, ეფექტურად ებრძვის ბაქტერიებსა და მიკრობებს, საოცრებებს ახდენს აკნეს სამკურნალოდ.
კანის გასაწმენდად და ასაკობრივი ლაქების მოსაშორებლად, აურიეთ თაფლი, ლიმონის წვენი და ნუშის ზეთი. ინგრედიენტები აიღეთ თანაბარი რაოდენობით.
ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 10-15 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი გაიკეთეთ ყოველ საღამოს, 7-10 დღის განმავლობაში.
6. შვრიის ფანტელი
ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კანის გასაღიავებლად და პიგმენტაციის აღმოსაფხვრელად.
საუკეთესო ეფექტის მისაღებად დაფქულ შვრიას დაამატეთ ცოტა ზეთი (თქვენთვის ხელმისაწვდომი). მიიღებთ სქელ, მალამოსებურ მასას. მომზადებული საშუალება დაიტანეთ სახის კანზე და შეიზილეთ მსუბუქი მოძრაობებით. 2 წუთის შემდეგ სახე თბილი წყლით კარგად დაიბანეთ. მოცემული საშუალება გამოიყენეთ კვირაში 2-3-ჯერ.
ნუ გადაიხდით ზედმეტს, გამოიყენეთ უმარტივესი ბუნებრივი საშუალებები და მოიგვარეთ კანის პრობლემები!