როგორც კი წონის მომატებას ვგრძნობ, ამ სასმელს ყოველ საღამოს დაძინების წინ ვსვამ

წონაში დაკლება ბევრი ადამიანის სანუკვარი ოცნებაა, მაგრამ   სასურველი შედეგის მიღება იოლი არ არის. ჭარბი წონა  უარყოფითად აისახება განწყობაზე, სოციალურ ცხოვრებაზე. საბედნიეროდ, არსებობს ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული ხელნაკეთი საშუალებები, რომელთა დხმარებითაც შეძლებთ სასურველი შედეგის მიღებას.

ამჯერად, შემოგთავაზებთ მოსამზადებლად უმარტივესი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით გაჯერებული სასმელის რეცეპტს. მისი საშუალებით შეძლებთ წონაში  დაკლებას, განსაკუთრებით მუცლის არეში, გამოდევნით ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს, გაიწმენდთ ნაწლავებსა და ღვიძლს. სასმელი მოგიხსნით მუცლის შებერილობას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ასწრაფებს მეტაბოლიზმს, ამცირებს მუცლისა და წელის გარშემოწერილობას. გარდა ამისა, საკვები ნივთიერებებით დატვირთული სასმელი თქვენს  ორგანიზმს ამდიდრებს ვიტამინებითა და მინერალებით.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 2-3 ს. კ. დაჭრილი ოხრახუში
  • ლიმონის ან ფორთოხლის წვენი 1 ს. კ.
  • ჯანჯაფილის გახეხილი ფესვურა (ცოტა)
  • საშუალო კიტრი ან მწვანე ვაშლი 1 ცალი
  • ალო ვერას წვენი 1 ჩ. კ.
  • წყალი 200 მლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  • მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ და მიიღეთ მომზადებისთანავე.
  • კიტრი შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს, ბოჭკოებს და დაბალკალორიული პროდუქტია. სწორედ ამიტომ, საუკეთესოა გასახდომად.
  • ოხრახუში მდიდარია ვიტამინებით, ანტიოქსიდანტებითა და მინერალებით. მისი წყალობით შეძლებთ ზედმეტი სითხისგან გათავისუფლებას, არ იწვევს გაღიზიანებასა და შეშუპებას.
  • ლიმონი გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. როდესაც ორგანიზმი მავნე ნივთიერებებისგან გაიწმინდება, ცხიმების წვის პროცესი სწრაფდება.
  • ჯანჯაფილი გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან, ასწრაფებს მეტაბოლიზმს და წვავს მუცლის ცხიმს.
  • ალოეს წვენი ჭარბი წონის საწინააღმდეგოდ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს.

საოცარი სასმელი მიიღეთ ყოველ საღამოს, დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე. ალბათ, იკითხავთ: რატომ ძილის წინ? ძილის დროს მეტაბოლიზმი ნელდება. შემოთავაზებული საშუალება მეტაბოლიზმის დამხმარეა და მისი წყალობით შეძლებთ ზედმეტი ცხიმის ძილის დროს დაწვას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!