
შემოგთავაზებთ კარტოფილის, სოკოსა და ყველის საოცრად გემრიელ კომბინაციას. კერძი სადღესასწაულო სუფრასაც კი დაამშვენებს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარტოფილი 5 ცალი
- ქამა სოკო 300 გრ
- ხახვი 1 თავი
- სტაფილო 1 ცალი
- კვერცხი 1 ცალი
- ფქვილი 100 გრ
- კარაქი 50 გრ
- ყველი 200 გრ
- მწვანილი, მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- კარტოფილი მოხარშეთ, მოამზადეთ პიურე და თბილს დაამატეთ მარილი, კვერცხი, კარაქი, ფქვილი და აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- კარტოფილის მასა გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე, თანაბრად გაანაწილეთ და ამოიტანეთ ფორმის კიდეებზეც.
- სოკო დაჭერით, შეწვით და კარტოფილიან მასაზე თანაბრად გაანაწილეთ, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი სტაფილო, შემდეგ_ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი.
- ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. მოსამზადებლად დასჭირდება 30 წუთი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და კიდევ 5 წუთით შედეთ ღუმელში.
სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ თქვენთვის სასურველი მწვანილი. გემრიელად მიირთვით!