ბიუჯეტური და მარტივად მოსამზადებელი ალუბლის ნამცხვარი კეფირის ცომით

შემოგთავაზებთ ალუბლის ღვეზელის რეცეპტს. კეფირის ნაზ და ჰაეროვან ცომს საოცრად ერწყმის ალუბლის მომჟავო და  არომატული შიგთავსი. ცოტა მონდომება და რამდენიმე წუთში საყვარელ  ადამიანებს უგემრიელესი დესერტით გაუმასპინძლდებით.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ალუბალი (შეგიძლიათ გაყინულიც გამოიყენოთ) უკურკო 200 გრ
  • კეფირი 1 ჩ. ჭ.
  • კვერცხი 3 ცალი
  • ფქვილი 1 ჩ. ჭ.
  • გამაფხვიერებელი 1,5 ჩ. კ.
  • მარილი ნახევარი ჩ. კ.
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • ვანილი
  • შაქრის ფხვნილი

მომზადების წესი:

  1. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული ალუბალიც, მხოლოდ წვენი გადაღვარეთ.
  2. კვერცხი, ვანილი და შაქარი კარგად ათქვიფეთ. თქვეფთ 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ შეურიეთ კეფირი და ნელ-ნელა შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი.
  3. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და ცომის ნახევარი თანაბრად გაანაწილეთ. ზემოდან მოაწყვეთ ალუბლები და დაფარეთ დარჩენილი ცომით.
  4. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40-45 წუთი. დესერტი გააგრილეთ და ზემოდან დაფარეთ შაქრის ფხვნილით.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!