კეფირისგან მომზადებული უგემრიელესი თაფლკვერი ჩემი ახლობლების საყვარელი დესერტი გახდა. მე მას თითქმის ყოველთვის ვამზადებ, როდესაც მაცივარში კეფირია შემორჩენილი. ჩემი ოჯახისთვის ,,პრიანიკი” ნამდვილ დღესასწაულად იქცა.
მე ვიცი რა სასიამოვნოა, როდესაც თქვენი ახლობლები სიხარულით ათვალიერებენ თქვენს მიერ მომზადებულ ტკბილეულს. დღეს მე ამ შესანიშნავ რეცეპტს გაგიზიარებთ.
მასალები:
- 350 მლ კეფირი
- 1.5 ჭიქა შაქარი
- 2 კვერცხი
- 1 ს.კ. თაფლი
- 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
- 1 ჩ.კ. სოდა
- 4 ჭიქა ფქვილი
მომზადება:
1. დასაწყისისთვის, ერთი კვერცხის ცილა გამოყავით გულისგან, დანარჩენი კვერცხები გათქვიფეთ თაფლთან და შაქართან ერთად (უბრალოდ დატოვეთ 3 ს.კ. შაქარი ფხვნილისთვის), შემდეგ კი დაამატეთ კეფირი და მცენარეული ზეთი და კვლავ გათქვიფეთ.
2. ამის შემდეგ, გაცერით ფქვილი, დაამატეთ სოდა და შეურიეთ უკვე მომზადებულ მასას. ცომი არ უნდა იყოს ძალიან მაგარი.
3. გააბრტყელეთ ცომი 1 სმ სისქეზე, ამოჭერით სასურველი ფორმების მიხედვით (ან სხვა სასურველი ფიგურის მიხედვით) და განათავსეთ საცხობ ფირფიტაზე.
4. მოათავსეთ ღუმელში 25 წუთის განმავლობაში, გაახურეთ წინასწარ 180-190 გრადუსამდე.
5. გასაფორმებლად გამოიყენეთ შაქარი და კვერცხის ცილა. შეურიეთ ერთმანეთს და კარგად აურიეთ.
6. 25 წუთის შემდეგ, თაფლკვერი გამოიღეთ ღუმელიდან, მომზადებული მასა მოასხით ზემოდან და შედგით კიდევ ათი წუთით.
სულ ესაა. გადმოიღეთ თეფშზე და მიართვით მეგობრებს ჩაისთან ერთად.
იმედი მაქვს, რომ თქვენ და თქვენს ახლობლებს ისევე მოგეწონებათ ეს მშვენიერი დელიკატესი, როგორც მე! და თუ გაქვთ ბევრი იოგურტი, შეგიძლიათ კეფირის ნაცვლად იოგურტი გამოიყენოთ.
გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს. ისინი ნამდვილად კმაყოფილები დარჩებიან.