ფენოვანი ცომითა და ვაშლით მომზადებული ეს ვარდები მართლაც რომ უგემრიელესია

შემოგთავაზებთ ფენოვანი ცომით მომზადებული ვარდების რეცეპტს. უგემრიელეს დესერტს განუმეორებელ არომატსა და გემოს ჰმატებს ვაშლი. შაქრის ფხვნილით დაფარული ვარდის ფორმის გემრიელობა ნებისმიერი სადღესასწაულო სუფრის მშვენება იქნება.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფენოვანი ცომი
  • ვაშლი 3 ცალი
  • შაქრის ფხვნილი 3-4 ს. კ.
  • წყალი 200 მლ
  • შაქარი 100 გრ

მომზადების წესი:

  1. წყალისა და შაქრის ნარევი დადგით ცეცხლზე, ურევთ შაქრის გადნობამდე. ადუღეთ 2-3 წუთი.
  2. ვაშლი დაჭერით თხელ ნაჭრებად, დაამატეთ სიროფს და ადუღეთ, დაახლოებით, 2 წუთი. შემდეგ გადმოიტანეთ თეფშზე და გააგრილეთ.
  3. დესერტის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის მარტივად მოსამზადებელი ან ნაყიდი ფენოვანი ცომი. ცომი გააბრტყელეთ თხელ ოთკუთხედ ფენად და დაჭერით 3 სმ სიგრძის ზოლებად. თითოეულ ნაწილს (ეცადეთ, უფრო შუაში) თხელ ფენად წაუსვით მომზადებული შიგთავსი და გადაახვიეთ რულეტებივით.
  4. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. მზა რულეტების კიდეები შეკარით, მხოლოდ ერთი მხრიდან, და დაწყვეთ საცოხბ ფორმაზე.

ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20-30 წუთი. გაგრილების შემდეგ მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და გემრიელად მიირთვით!