თუ ენერგიის მომატება და სასიცოცხლო ძალებით ავსება გსურთ, ეს ხალხური რეცეპტი ძალიან დაგეხმარებათ

შემოგთავაზებთ გამაახალგაზრდავებელი ელექსირის რეცეპტს. ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ელექსირი აღგავსებთ ენერგიით, აუმჯობესებს კანისა და თმის მდგომარეობას, კვებავს ორგანიზმს ვიტამინებითა და მინერალებით.

ელექსირის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • სელის თესლი 100 მლ (მაღალი ხარისხის, ცივი გამოხდის)
  • ლიმონი (საშუალო) 2 ცალი
  • თაფლი 250-300 გრ
  • ნიორი 1 პატარა თავი

მომზადების წესი:

  1. ლიმონი კარგად გარეცხეთ, 1 ცალი კანიანად დაჭერით, ხოლო მეორე კანისგან გაასუფთავეთ და დაჭერით, ამოაცალეთ თესლი    და ნიორთან ერთად დააბლენდერეთ. შემდეგ დაამატეთ თაფლი, სელის ზეთი და აურიეთ.
  2. მომზადებული ელექსირი გადაიტანეთ მინის ჭურჭელში, მჭიდროდ დაახურეთ ხუფი და შედეთ მაცივარში.
  3. მიიღეთ 1 ს. კ. დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ელექსირი შეგიძლიათ მიიღოთ რეგულარულად, შიგადაშიგ დაისვენეთ ხოლმე.

რეკომენდებულია 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებისთვის (ელექსირის მიღება შეუძლიათ მამაკაცებსაც), რომლებსაც სურთ შეინარჩუნონ ენრგია და ახალგაზრდობა.

ელექსირის შემადგენლობაში შემავალი თითოეული ინგრედიენტი ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის.

სელის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა-3, 6 და 9 ცხიმოვან მჟავებს შესაბამისი თანაფარდობით, აგრეთვე შეიცავს პალმიტინის მჟავას.

ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სასარგებლო და აუცილებელია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები.

სელის ზეთი დიდი რაოდენობით შეიცავს უძლიერეს  ანტიოქსიდანტებს. მათი ლიმონთან კომბინაცია წმენდს ღვიძლს. როდესაც ღვიძლი გადატვირთული არ არის ტოქსინებით, იწყება გაახალგაზრდავების პროცესი. ამიტომ, ეს ძალზე მნიშვნელოვანი ელემენტია სხეულის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.

ლიმონი C ვიტამინის ბუნებრივი წყაროა, რომელიც აგრეთვე უძლიერესი ანტიოქსიდანტია. ეს ზრდის იმუნური სისტემის ეფექტურობას და აძლიერებს სისხლძარღვებს.

ნიორი წმენდს არტერიებს და სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აქვს ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედება, თრგუნავს ორგანიზმში ანთებას, გამორიცხავს ჯანმრთელობის ბევრ პრობლემას, მათ შორის ნაადრევ დაბერებას.

თაფლი, თავის მხრივ, ორგანიზმს აღავსებს ენერგით, კვებავს სისხლძარღვებს, ხოლო ნიორთან ერთად აყალიბებს ინფექციებისა და ანთების საწინააღმდეგო უძლეველ გუნდს.

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ყველა კომპონენტი ფაქტიურად აღადგენს და აახალგაზრდავებს ჩვენს მთელ სხეულს.