შემოგთავაზებთ დაუჯერებლად გემრიელი, ხილის, ნიგვზისა და არაჟნის არომატით გაჯერებული ტორტის ,,კარმელიტას“ რეცეპტს. ტორტის მოსამზადებლად გჭირდებათ შავი ქლიავი. უგემრიელესია ატმისა და ბანანის კომბინაცით, ალუბლით.
ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 5 ცალი
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- ფქვილი 1 ჩ. ჭ.
- სოდა ძმრით 1 ჩ. კ.
- კაკაო 1,5-2 ს. კ.
მომზადების წესი:
- კვერცხის გული და ცილა ერთმანეთისგან გამოყავით. ცილა ცოტა ხნით მაცივარში შედეთ, ხოლო გული შაქართან ერთად ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ ძმრიანი სოდა და კაკაო. ცილას დაამატეთ მწიკვი მარილი, ათქვიფეთ და ნელ-ნელა შეურიეთ გულიან მასას. თანდათან შეაზილეთ ფქვილი, ურევთ ნიჩაბით ან ხის კოვზით.
- ღუმელი გააცხელეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 50-60 წუთი.
- გაგრილებულ ბისკვიტს თხლად ააჭერით ზედა ნაწილი და გადადეთ გვერდზე. შემდეგ ბისკვიტი ამოგულეთ ისე, რომ მიიღოთ კალათის ფორმა, მაგრამ ძალიან არ მოგივიდეთ.
- ბისკვიტის ამოღებული ნაწილი დაფშხვენით.
შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ჟელატინი 1 ს. კ.
- წყალი ნახევარი ჩ. ჭ.
- ცხიმიანი არაჟანი 400 გრ
- შაქარი ნახევარი ჩ. ჭ.
მომზადების წესი:
- ჟელატინს დაასხით თბილი წყალი, აურიეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ.
- არაჟანს ნელ-ნელა შეათქვიფეთ შაქარი. ჟელატინი დადგით დაბალ ცეცხლზე და როგორც კი მასა გახდება ერთგვაროვანი, არ აადუღოთ, გადმოდგით ცეცხლიდან და თანდათან შეურიეთ არაჟანს.
- დაჭერით 1 ჩ. ჭ. ნიგოზი
- 450 გრ შავი ქლიავი ცოტა ხნით დაალბეთ ცხელ წყალში, გაწურეთ და შემდეგ დაჭერით.
- ღრმა თასში აურიეთ ბისკვიტის ნაფშხვენები, დაჭრილი ნიგოზი და შავი ქლიავი. შემდეგ დაასხით არაჟნიანი მასა, ნაზად აურიეთ. მომზადებული შიგთავსით ამოავსეთ ბისკვიტი და დააფარეთ ზედა ნაწილი.
მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარაქი 50 გრ
- არაჟანი 4 ს. კ.
- შაქარი 4 ს. კ.
- კაკაო 4 ს. კ.
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ, ადუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან და ცხელი მინანქრით დაფარეთ ტორტი. ზემოდან გააფორმეთ თქვენი ფანტაზიის მიხედვით.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!