საჭმლის მონელება მოგიწესრიგდებათ, ღვიძლი კი ტოქსინებისგან გაიწმინდება, თუ მარტივ საშინაო რეცეპტს გამოიყენებთ

1418

სამკურნალო თვისებებით გაჯერებული ქიშმიში ვიტამინებისა და მინერალების ბუნებრივი წყაროა. ეს გამომშრალი ხილი  ძალიან სასარგებლო პროდუქტია. იგი აღადგენს ორგანიზმს და აგარიდებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

თუ ქიშმიშს დაასხამთ წყალს და გააჩერებთ 24 საათი, მიიღებთ უგემრიელეს  და უძლიერეს სამკურნალო სასმელს, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

  • ამ საოცარი სასმელის წყალობით შეძლებთ ორგანიზმის იმ ვიტამინებითა და მინერალებით უზრუნველყოფას, რომლებიც შედის ქიშმიშში.
  • გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებსა და სხვა მავნე ნივთიერებებს.
  • ანტიოქსიდანტებით მდიდარი სასმელის წყალობით შეძლებთ ღვიძლის გაწმენდას და მისი ძირითადი ფუნქციების აღდგენას.
  • ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან.
  • ქიშმიშის ბიოფლავონოიდური თვისებები გადადის წყალში და აქცევს მას უძლიერეს ანტიოქსიდანტად. სწორედ ამიტომ, მოცემული სასმელი ხელს უშლის მრავალი დაავადების განვითარებას, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და აფერხებს ნაადრევ დაბერებას.
  • აძლიერებს იმუნიტეტს.
  • სასმელი ბუნებრივი გამამხნევებელი საშუალებაა, ამიტომ მისი გამოყენება რეკომენდებულია ფიზიკური დატვირთვის დროს.

სამკურნალო სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შავი ქიშმიში 1 ჩ. ჭ.
  • გაფილტრული წყალი 1 ლ

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. პირველ რიგში, ქიშმიში გარეცხეთ.
  2. 800 მლ წყალი დადგით ცეცხლზე და ადუღებამდე გადმოდგით ცეცხლიდან.
  3. შემდეგ დაამატეთ ქიშმიში და გააჩერეთ 15 წუთი.
  4. გადაწურეთ და ქიშმიში გარეცხეთ ოთახის ტემპერატურის წყლით.
  5. გარეცხილი ქიშმიში მოათავსეთ ჰერმენტულ კონტეინერში და დაასხით 1 ლ გაფილტრული წყალი.
  6. მომზადებული სასმელი 24 საათით შედეთ მაცივარში.

თუ გსურთ ორგანიზმის დეტოქსიკაცია და ღვიძლის გაწმენდა დილით, უზმოზე, მიიღეთ ქიშმიშანი წყალი 1 ჩ. ჭ., ხოლო დანარჩენი დალიეთ დღის განმავლობაში.

მეორე დღისთვის მოამზადეთ ახალი სასმელი. სასმელი მიიღეთ 3-4 დღის განმავლობაში. სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ თვეში ერთხელ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!