შემოგთავაზებთ ეფექტურ მეთოდს, რომლის საშუალებით მოიშორებთ გამომშრალ და გაუხეშებულ კანს ქუსლებზე, ნახეთქებს, კოჟრებს, შეძლებთ ქუსლების კანის აღდგენას.
მოცემულ მეთოდს აქტიურად იყენებდა ბებიაჩემი და საოცრად პეწენიკ ქალბატონს 20 წლის გოგოსავით გლუვი ქუსლები ჰქონდა.
მეთოდი 3 მარტივ ეტაპს მოიცავს. და რაც მთავარია, ყველა ინგრედიენტი ბუნებრივია და ბიუჯეტური.
პირველივე პროცედურის შემდეგ შეამჩნევთ საოცარ შედეგს, მაგრამ არ შეწყვიტოთ. თუ მინიმუმ 3 დღის განმავლობაში ზედიზედ ჩაიტარებთ სამკურნალო პროცედურებს, ისეთ შედეგს მიიღებთ, რომ თვალებს არ დაუჯერებთ, კანი სრულად აღდგება და გექნებათ უნაკლო ქუსლები.
პირველი ეტაპი
თასში ჩაასხით თბილი წყალი, დაამატეთ 2 ს. კ. საკვები სოდა, 2 ს. კ. მარილი (უმჯობესია თუ ზღვის მარილს გამოიყენებთ) და აურიეთ. ჩაყავით ფეხები და დააყოვნეთ 10-15 წუთი. შემდეგ ქუსლები გაიხეხეთ პემზით, გადაივლეთ თბილი წყალი და გულმოდგინედ შეიმშრალეთ.
მეორე ეტაპი
ეს ეტაპი დაფუძნებულია ხელნაკეთ სკრაბზე. აურიეთ 2 ს. კ. შაქარი და თქვენთვის ხელმისაწვდომი ცოტა ზეთი. მომზადებული პასტისებური მასა დაიტანეთ ქუსლებზე და 5 წუთის განმავლობაში მსუბუქი მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გადადით მომდევნო ეტაპზე.
მესამე ეტაპი – ამზადებთ ბუნებრივ დამატენიანებელ კრემს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.
- ცვილის საშუალო ზომის ნატეხი
ინსტრუქცია:
ზეითუნის ზეთს დაამატეთ ცვილი, დადგით ორთქლის აბაზანაზე და ურევთ ცვილის გადნობამდე. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. კრემი წაისვით ძილის წინ და ამოიცვით ბამბის წინდები.
პროცედურები ჩაიტარეთ რეგულარულად და მიღებული შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით!