უმარტივესად მოსამზადებელი ეს ნამხვარი ძალიან ნაზი, ჰაეროვანი და ფუმფულა გამოდის

შემოგთავაზებთ ყველაზე გემრიელი და უჩვეულო ნამცხვრის რეცეეპტს. უჩვეულოდ თხელ ცომს ასხამთ საცხობ ფორმაში, აცხობთ 1 საათი და იღებთ ნაზი კრემის მსგავსი შიგთავსის მქონე უგემრიელეს ბისკვიტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კვერცხი 4 ცალი
  • თბილი რძე 2 ჩ. ჭ.
  • წყალი 1 ჩ. ჭ.
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • ფქვილი 1 ჩ. ჭ.
  • კარაქი 120 გრ
  • ვანილინი 1 ჩ. კ.
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.

მომზადების წესი:

  1. კვერცხის ცილა და გული გამოყავით ერთმანეთისგან. ცილა მოათავსეთ მშრალ ჭურჭელში, დაამატეთ მარილი და მიქსერით კარგად ათქვიფეთ.
  2. კარაქი გაადნეთ. კვერცხის გულები შაქართან ერთად კარგად ათქვიფეთ და შეურიეთ  თბილი კარაქი და წყალი. შემდეგ დაასხით რძე, ნაწილ-ნაწილ შეურიეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი.
  3. ბოლოს ფრთხილად შეურიეთ ცილის მყარი მასა.
  4. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი, მოაყარეთ ფქვილი და გადაიტანეთ ცომი.
  5. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 1 საათი.
  6. გაგრილებულ ბისკვიტს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. ფუმფულა ბისკვიტი კრემისებური ნაზი შიგთავსით დაჭერით გაგრილების შემდეგ.

გემრიელად მიირთვით!