უებარი, მრავალჯერ გამოცდილი საშუალება დააჩქარებს თმის ზრდას და საგრძნობლად შეამცირებს მის ცვენას

თმა ჩვენი გარეგნობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, ამიტომ რეგულარულად უნდა ვიზრუნოთ მასზე და ვეცადოთ, შევინარჩუნოთ ჯანსაღი, ძლიერი და ლამაზი თმა.

თუ გსურთ, გქონდეთ ლამაზი, აბრეშუმივით ბზინვარე, გრძელი, ჯანსაღი და ხშირი თმა გამოიყენეთ ბუნებრივი პროდუქტი ალოე ვერა. ალოე ვერას ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა მისი რეგენერაციული ძალა.

სამკურნალო მცენარეს მრავალი სარგებელი მოაქვს თმისთვის:   

  • ალოე ვერას აქვს კონდიციონერის ეფექტი, ებრძვის თმის სიმშრალეს, არეგულირებს თმის ბზინვარებას და ახდენს კანქვეშა ცხიმის გამომუშავების ნორმალიზებას.
  • ალოე ვერა ატენიანებს თავის კანს, მოგაშორებთ ქერტლს.
  • ალოეს აქვს პილინგის ეფექტი, აშორებს მკვდარ უჯრედებს, ასწრაფებს თმის ზრდას და აჩერებს თმის ცვენას.
  • ალოე ვერა არის უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელსაც არ ახლავს გვერდითი მოვლენები.

შემოგთავაზებთ ალოე ვერას გელის გამოყენების წესს:  

  1. დაგჭირდებათ ალოე ვერას 2-4 ფოთოლი, დამოკიდებულია თმის სიგრძეზე.
  2. ალოეს ფოთოლი გარეცხეთ, გააშრეთ, მოაჭერით კიდეები, ფოთოლი გაჭერით შუაზე, გამოიღეთ გელი და დააბლენდერეთ. შემდეგ გაფილტრეთ და სამკურნალო საშუალება მზად არის.
  3. თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ. ალოეს გელი შეიზილეთ თავის კანზე, გაიჩერეთ 5 წუთი და შემდეგ თმა თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

შედეგს პირველივე გამოყენების შემდეგ შეამჩნევთ. ამ საოცარი საშუალების რეგულარულად გამოყენებით სრულად აღადგენთ თმის ჯანმრთელობას, დაუბრუნებთ ბზინვარებას, შეიჩერებთ თმის ცვენას, მოიშორებთ ქერტლს.