
ახალშობილებზე მასაჟის გაკეთებამ სასწაულებრივი შედეგი გამოიღო, რაც ჩვილებს ეხმარებათ საავადმყოფო დროზე ადრე დატოვონ. კვლევებმა აჩვენეს, რომ ნაადრევად დაბადებული ახალშობილები, რომლებსაც ჩაუტარეს ყოველდღიური მასაჟის თერაპია, უფრო სწრაფად განვითარდნენ, მათი იმუნური სისტემა და ჯანმრთელობა გაუმჯობესდა.
ჩვენ მოგცემთ 8 რჩევას, რომლებიც მშობლებმა საკუთარი შვილების ჯანმრთელობისთვის უნდა გაითვალისწინონ.
1. სტრესის შემსუბუქების რეფლექსოლოგია
თითქმის ინსტინქტური ქმედებაა, რომ ზოგიერთმა დედამ ბავშვებს ხელები ან ფეხები დაუზილოს. რაც არც ისე ცნობილია არის ის, რომ ჩვილები რეფლექსოლოგიაზეც რეაგირებენ. ფეხებზე ნაზი მასაჟი მათ დაეხმარებათ დასვენებასა და იოლად დაძინებაში. და ის შეიძლება ყოველდღე გამოიყენოთ.
როგორ უნდა გააკეთოთ:
- ხელის ნელი მოძრაობით გაუთბებთ ფეხები.
- დაამასაჟეთ ნაზად და დააკვირდით, როგორი რეაქცია ექნება ბავშვს.
- ამის გაკეთება შეგიძლიათ ყოველდღიურად. ეს პატარას დაეხმარება სტრესისგან განთავისუფლებაში.
2. ნაზი შეხება ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა
როგორც მშობელი, თქვენ ალბათ გიყვართ, როდესაც ნაზად ეხებით საკუთარ შვილს. მეცნიერულად დადასტურებულია ისიც, რომ ბავშვებს, რომლებსაც მშობლებთან უფრო მეტი შემხებლობა აქვთ, გამოირჩევიან უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობით, რადგან მათ უვითარდებათ უფრო ძლიერი ნეირონული კავშირები.
3. მასაჟი რელაქსის და უკეთესი ჯანმრთელობისთვის
მასაჟი მოზრდილებში სტრესის შემსუბუქების ძალიან პოპულარული ფორმაა და იგივე გავლენა აქვს ახალშობილებზეც. უსაფრთხო მასაჟი ეხმარება ჩვილებს, რომლებსაც აწუხებთ გაზები, კრუნჩხვები, კოლიკი და შეკრულობა. ეს ასევე ამცირებს სტრესის დონეს. უფრო მეტიც, კვლევებმა აჩვენა, რომ ნაადრევი ახალშობილებისთვის ყოველდღიური მასაჟი ხელს უწყობს მათ ზრდას და ძვლების განვითარებას.
როგორ უნდა გააკეთოთ:
- ნელა და ნაზად დაუმასაჟეთ მთლიანი სხეული.
- თქვენ შეგიძლიათ დააწვინოთ მუცელზე და იგივე გაიმეოროთ ზურგზეც.
- ამ პროცესის განმავლობაში, ესაუბრეთ თქვენს პატარას და უყურეთ მას. ეს დაეხმარება მოდუნებაში და თავს უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს.
- ამის გამეორება შეგიძლიათ დღეში რამდენჯერმე, სანამ ბავშვს მოეწონება. ასევე, შეგიძლიათ სცადოთ ბავშვის ზეთი. დარწმუნდით, რომ მცირე რაოდენობით გამოიყენებთ. ჯერ შეამოწმეთ ბავშვის ალერგიული რეაქციები და მგრძნობელობა.
4. ბავშვის მუცელზე დაწვენის დროა, რაც ძლიერ კუნთებს განუვითარებს
ბავშვის მუცელზე დაწვენა მშობლებისთვის მხოლოდ მხიარულების მომენტი. ეს უნდა იყოს რეგულარული პრაქტიკა, რადგან ის რეალურად ეხმარება პატარას კუნთების გაძლიერებაში.
როგორ უნდა გააკეთოთ:
- დასაწყისისთვის, ჯერ პატარა თქვენს მკერდზე დაიწვინეთ ძალიან ცოტა ხნით და ნელ-ნელა ამას შეაჩვიეთ.
- თანდათანობით გაახანგრძივეთ დრო. დარწმუნდით, რომ თქვენ სრულად მზადყოფნაში ხართ.
- გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბავშვი მზად იქნება იგივე რამ გააკეთოს იატაკზე. გამოიყენეთ პირსახოცი ან დაკეცილი ბამბის გადასაფარებელი.
5. ვიბრაცია და თეთრი ხმაური თქვენი ბავშვის დასამშვიდებლად
დამტკიცებულია, რომ ვიბრაცია ბავშვის დასამშვიდებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. თეთრი ხმაურის მოწყობილობებს აქვთ ზუსტად იგივე ეფექტი. გარდა ამისა, ისინი ბავშვს დაძინებაში ეხმარებიან.
როგორ უნდა გააკეთოთ:
- ხმაურის მოწყობილობა მოათავსეთ ბავშვთან ახლოს და განათავსეთ ბავშვი კომფორტულად ისე, რომ არ ხშირად იმოძრაოს.
- ჩართეთ მოწყობილობა, რათა ნელა დაამშვიდოს ბავშვი.
6. ატარეთ მანქანით თქვენი პატარა, რათა დაეხმაროთ დაძინებაში
ექსპერტები ამბობენ, რომ უფრო ხშირად უნდა ატაროთ ბავშვი მანქანით. ავტომობილების მოძრაობა ჩვილებისთვის კარგად მოქმედებს, რადგან ის საშვილოსნოს მოძრაობას ჰგავს. ეს მათ უსაფრთხოებდ და მშვიდად აგრძნობინებს თავს ისე, როგორც დედის მუცელში. განვითარების ფსიქოლოგმა, ტრეისი კასელმა, თქვა: ,,[მანქანის ძრავა] არის თეთრი ხმაური, რაც საშვილოსნოში ტალღოვან ხმას ჰგავს.”
7. საცხობი სოდა მწერების ნაკბენისთვის
განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში, კოღოებმა და სხვა მწერებმა შეიძლება უკბინონ თქვენს პატარას. საცხობი სოდა და წყალი მოაშრებს ტკივილსა და ქავილს.
როგორ უნდა გააკეთოთ:
- უბრალოდ შეურიეთ ერთი კოვზი სოდა და წყალი. მოამზადეთ სქელი პასტა, რომელსაც კანზე ადვილად წაუსვამთ.
- წაუსვით ნაკბენზე და დააცადეთ იმოქმედოს.
- შემდეგ გადაუსვით თბილი ბამბის ბალიში.
8. კვება ყოველთვის არ არის ტირილის პასუხი
მშობლების უმეტესობა ფიქრობს, რომ ტირილის მიზეზი ისაა, რომ ბავშვს შია. ექიმების თქმით, ეს სერიოზული საკითხია, რამაც შეიძლება ჭარბი წონა გამოიწვიოს. ბავშვის ტირილი არ ნიშნავს შიმშილს, არამედ დაღლილობას, მოწყენილობას ან დისკომფორტს.
რა უნდა სცადოთ ამის ნაცვლად:
თუ ახლახან გამოკვებეთ თქვენი პატარა, შეგიძლიათ სცადოთ საუბარი ან მასთან თამაში.
თქვენ ასევე შეგიძლიათ ხელში აიყვანოთ და ნელა ამოძრაოთ.
ასევე შეიძლება საჭიროა საფენის შეცვლა.
იყენებთ ამ რჩევებს? შეგიძლიათ ამ სიას სხვებიც დაუმატოთ და კომენტარებში გაგვიზიაროთ.