ასაკობრივი ლაქები, ღრმა ნაოჭები და კანის ზედმეტი ცხიმიანობა წარსულში მოვიტოვე, რაშიც შვრია დამეხმარა

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული ნიღაბის რეცეპტს, რომელიც საუკეთესო გზაა გლუვი და უნაკლო კანის მისაღებად. ეს საოცარი კომბინაცია  აღიავებს ასაკობრივ ლაქებს, ჭორფლებს, ათანაბრებს კანის ტონს.

ხელნაკეთი ნიღაბის მოსამზადებლად გჭირდებათ ორი უმარტივესი, ბიუჯეტური ინგრედიენტი: ლიმონი და შვრია.

  • შვრია ხსნის ფორებს, შთანთქავს მთელ ჭუჭყს და კვებავს კანს.
  • ლიმონის წვენი მოგაშორებთ ასაკობრივ ლაქებს, ჭორფლებს, წმენდს კანს და აშორებს ზედმეტ ცხიმს, მჭიდროდ ხურავს ფორებს და ხელს უშლის მათში ჭუჭყის შეღწევას.
  • ლიმონი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც უძლიერესი ანტიოქსიდანტია. ლიმონი ხელს უწყობს კოლაგენის წარმოებას და ასწორებს წვრილ ნაოჭებს.

ეს იდეალური კომბინაცია საფუძვლიანად წმენდს კანს. შედეგს პირველივე გამოყენების შემდეგ შეამჩნევთ.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ცალი დიდი ლიმონის წვენი
  • დაფქული შვრიის ფანტელი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ლიმონის წვენს დაამატეთ იმ რაოდენობის დაფქული შვრია, რომ მიიღოთ მალამოსებური მასა.

ნიღაბის გამოყენებამდე სახე გაიწმინდეთ და მომზადებული მასა წრიული მოძრაობებით წაისვით სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ასაკობრივი ლაქები და ჭორფლები ძალიან სწრაფად დაიწყებს გაღიავებას და მალე მიიღებთ კანის იდეალურად გათანაბრებულ ტონს.