თუკი ჯერ კიდევ წვალობთ ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად, მაშინ ეს საოცარი საშუალება აქამდე არ გიცდიათ. ამ სასმელს ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს და სწორედ ამიტომ სვავენ მას ტოპ მოდელები, ცნობილი ათლეტები და ასევე მისი დალევის რეკომენდაციას მსოფლიო ორგანიზაციებიც კი იძლევიან. ნახეთ ყველაზე საინტერესო ფაქტები, რის გამოც ქოქოსის წყალის დალევა ყველაზე მეტად გარგებთ:
წონას დაიკლებთ უფრო სწრაფად და მარტივად
შეეცადეთ ჩაანაცვლოთ მსუბუქი და შაქრიანი სასმელები ქოქოსის წყლით, რადგან ეს წონის დაკლებაში დაგეხმარებათ. მისი ნატურალური დაბალკალორიული შემცველობა უფრო დიდხანს განაყრებთ და ჭამამდე მისი დალევის შემთხვევაში უფრო ცოტას შეჭამთ.
თქვენი ორგანიზმი ინარჩუნებს ჰიდრადაციას
ქოქოსის წყალი გეხმარებათ ენერგიის აღდგენაში და ასევე ინარჩუნებს ორგანიზმში სითხის ოპტიმალურ ბალანსს. სწორედ ამიტომ იყენებენ მას ათლეტები ასე ხშირად.
მონელების პრობლემებისგან გათავისუფლება
ეს სასმელი მდიდარია ფაიბერით, რის გამოც იგი მონელების ყველანაირ პრობლემას მოგიხსნით და შეკრულობისგანაც დაგიცავთ. იგი ბავშვებში დიარეასაც კი კურნავს
სისხლის წნევის დასტაბილურება
კვლევების მიხედვით ქოქოსის წვენს მნიშველოვან გავლენის მოხდენა შეუძლია სისხლის წნევაზე, რის გამოც იგი სისტოლიკურ წნევას 71 პროცენტით ხოლო დიასტოლიკურ წნევას 29 პროცენტით ამცირებს.
ნაზი და გლუვი კანის მიღება
ქოქოსის წყალი ანტიოქსიდანტების იდეალური წყაროა, რის გამოც იგი ეფექტურად დევნის ტოქსინებს თქვენი კანის უჯრედებიდან და მას უფრო ჯანსაღ და ლამაზ იერს ანიჭებს.
ხასიათის ცვლილებებისგან და სტრესისგან თავის დაცვა
ქოქოსის წყალი უამრავ ვიტამინს შეიცავს. მასში შემავალი B ვიტამინი გეხმარებათ სტრესის შემცირებაში და ხასიათის ცვლილებებისგან თავის დაცვაში. მაგნეზიუმის დახმარებით კი თქვენ უფრო მეტ სეროტონინს გამოიმუშავებთ, რის დეფიციტსაც დეპრესიის გამოწვევა შეუძლია.
ნატურალური ნაბახუსევის სამკურნალო საშუალება
ქოქოსის წყალი ნაბახუსევზე ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებთ. იგი მდიდარია ისეთი ნუტრიენტებით, რომლებიც თქვენს ორგანიზმს დაკარგული ვიტამინებისა და სითხის აღდგენაში ეხმარება. მისი დალევით წყლის ბალანსს ეფექტურად აღიდგენთ.
დაბერების პროცესის შენელება
ქოქოსის წყალი სიტოკინინის ნატურალური წყაროა. ეს ჰორმონი უჯრედების გაყოფასთან ერთად, ასევე დაბერების საწინააღმდეგო ეფექტებზეცაა პასუხისმგებელი. ის ასევე ამცირებს ასაკთან დაკავშირებული ისეთი დაავადებების რისკს, როგორიცაა კიბო და თრომბოზი.