ეფექტური და ბიუჯეტური საშუალება, რომელიც სახლში იდეალური სისუფთავისათვის შეუცვლელი პროდუქტია

361

გაგიზიარებთ გამოცდილი დიასახლისების პატარ-პატარა ხრიკებს, რომლებიც მოიცავს არაყის უჩვეულო გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

არყის საფუძველზე შეიძლება საწმენდი საშუალების მომზადება, რომელიც ეფექტურად უმკლავდება ნებისმიერი სახის დაბინძურებას. ბიუჯეტური სარეცხი საშუალებისა და არყის კომბინაციით  შეძლებთ ნებისმიერი ზედაპირიდან ჩამჯდარი ცხიმების მოშორებას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • არაყი 100 მლ
  • სარეცხი საშუალება (ნებისმიერი თქვენთვის ხელმისაწვდომი) 1 ს. კ.

ინსტრუქცია:

ხელნაკეთი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ სპრეი ბოთლი. ბოთლში ჩაასხით არაყი, დაამატეთ სარეცხი საშუალება და კარგად შეანჯღრიეთ.

მომზადებული ნარევი დაიტანეთ ცხიმებით დაბინძურებულ ზედაპირზე, გააჩერეთ 5-10 წუთი და შემდეგ გაწმინდეთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის უხეში ზედაპირით. შემდეგ გაწმინდეთ სველი ტილოთი.

ჩამჯდარი ცხიმების მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ არყისა და წყლის ნარევი. ინგრედიენტები აიღეთ თანაბარი პროპორციებით. მოცემული საშუალების დახმარებით შეძლებთ  სამზარეულოს დაბინძურებული ზედაპირის, ღუმელისა და გამწოვის გაწმენდას.

არყის ბაზაზე მომზადებული ნარევის საშუალებით ვერცხლის სამკაულებს მოაშორებთ სიშავეს და შეძლებთ მათ გაპრიალებას.

ხელნაკეთი საწმენდი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • არაყი 1 ს. კ.
  • ლიმონის წვენი 1 ს. კ.
  • წყალი 200 მლ
  • სარეცხი საშუალება 1 ს. კ.

ინსტრუქცია:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ ემალის თასში, ჩაყარეთ ვერცხლის სამკაულები და გააჩერეთ 12 საათი. შემდეგ სამკაულები გააპრიალეთ შალის ქსოვილით და თქვენი ვერცხლის სამკაულები იბრწყინებს.