ყავა უამრავ ადამიანს უყვარს მისი გემოსა და არომატის გამო. თუმცა, ამ სასმელს სხვა დადებითი თვისებების შემოთავაზებაც შეუძლია. შესაბამისად წარმოგიდგენთ რეცეპტებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ კანის გაახალგაზრდავებას ყავის გამოყენებით.
ცელულიტი
აურიეთ დაფქვილი ყავის მარცვლები იგივე რაოდენობის მარილთან და შემდეგ დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი.
წაისვით ნარევი კანზე და შეიზილეთ ნაზი წრიული მოძრაობით.
გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ორჯერ.
თმის ცვენა
აურიეთ 2 ს/კ დაფქვილი ყავის მარცვლები გაცხელებულ 85 მილიგრამ ზეითუნის ზეთს.
წაისვით მიღებული მასკა თმაზე და შემოიხვიეთ მასზე კილიტა. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თმა შამპონით.
მოამზადეთ ეს მასკა კვირაში ორჯერ.
შეშუპება თვალების ქვეშ
აურიეთ 1/2 ს/კ დაფქვილი ყავა და 1/2 ს/კ ზეითუნის ზეთი. დაუმატეთ ნარევს რამდენიმე წვეთი წყალი და ცოტა დაფქვილი შავი წიწაკა.
წაისვით ნაზავი თვალების ქვეშ და მისი გაშრობის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მშრალი და დაბზარული ტუჩები
აურიეთ 1/2 ს/კ დაფქვილი ყავა 1/2 ს/კ თაფლთან.
წაისვით ნაზავი ტუჩებზე და შეიზილეთ 30 წამის განმავლობაში, შემდეგ კი სველი ნაჭრით მოიწმინდეთ.
შავი წერტილები სახეზე
აურიეთ 2 ს/კ დაფქვილი ყავის მარცვლები იგივე რაოდენობის ხაჭოსთან.
წაისვით მიღებული ნარევი კანზე და შეიზილეთ 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი დატოვეთ 10 წუთით. ამის მერე ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ერთხელ.
ცხიმიანი კანი
აურიეთ ახლად დაფქვილი ყავის მარცვლები 1 ს/კ იოგურტს.
წაისვით ნაზავი სახეზე და შეიზილეთ 1-2 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
უხეში სახის კანი
აიღეთ 1 ს/კ დაფქვილი ყავის მარცვლები, 1 ს/კ არაჟანი, 1 ს/კ თაფლი და 1 უმი კვერცხი.
აურიეთ ერთმანეთში ინგრედიენტები და შემდეგ წაისვით სახეზელ. ჩამოიბანეთ ცივი წყლით 15 წუთის შემდეგ.
გამოიყენეთ ეს პროცედურა კვირაში მაქსიმუმ ორჯერ.