მალამო საკუთარი ხელით ათასი და კიდევ ერთი შემთხვევისთვის. უებარი მალამოს მარტივი რეცეპტი

0
17

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული სამკურნალო მალამოს რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სახსრების ტკივილის, დამწვრობის, მასტიტის,  ჰაიმორიტის, ოტიტის, აბსცესის, ეგზემისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ზეთი (რაფინირებული) 200 მლ
  • ფუტკრის სანთელი 40-50 გრ
  • 1 ცალი მოხარშული კვერცხის გული

 მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ ემალის თასი.
  2. თასში ჩაასხით ზეთი, დაამატეთ ფუტკრის ცვილი და დადგით დაბალ ცეცხლზე.
  3. კვერცხის გული დაჭყლიტეთ ჩანგლით და ცვილის გადნობის შემდეგ ნაწილ-ნაწილ შეურიეთ ზეთიან მასას. ურევთ  ერთგვარონი მასის მიღებამდე. თასი გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 10-15 წუთი. გაწურეთ მარლის საშუალებით,  გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.

ჰაიმორიტის ან ყურის ანთების დროს მალამო (მხოლოდ მცირე ნაწილი) გამოყენებამდე შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!