მეცნერების ახალი აღმოჩნეა: კბილი 2 კვირაში თავიდან აღმოცენდება

2865

კბილების ზრდასრულ ასაკში დაკარგვაზე ფიქრი ნამდვილად საშინელებაა, მაგრამ ეს მრავალ ადამიანს ემუქრება. მოზრდილი ადამიანის მეოთხედზე მეტი კბილებს 74 წლის ასაკში კარგავს. თუმცა, ახალი ტექნიკა შეიძლება დაეხმაროს ადამიანებს, რომ მოხდეს ახალი კბილების ხელახალი ზრდა სულ რაღაც 9 კვირაში, პაციენტის საკუთარი ზრდასრული ღეროვანი უჯრედების გამოყენებით.

ნიუ–იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევარებს იმედი აქვთ, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ პაციენტის ღეროვანი უჯრედები ანატომიურად სწორი კბილის გასაზრდელად. ამის გარდა, ახალი კბილი გაიზრდება პირის ღრუს ცარიელ სოკეტში. მათ უკვე დაამტკიცეს, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა მეთოდი ჯერ არ დაუნერგავთ.

ჟურნალის, ,,სტომატოლოგიური კვლევის” თანახმად, მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი და გამოიყენეს 22 ვირთხა. ზრდის ფაქტორები მოთავსდა ვირთხების პირის ღრუში და ძვლის ახალი მასალის რეგენერაცია და ინტეგრირება მოხდა 9 კვირის განმავლობაში. მკვლევარების აზრით, პირველად მოხდა კბილების მსგავსი სტრუქტურების რეგენერაცია ცოცხალ ორგანიზმში.

თუ ადამიანებში ეს მკურნალობა წარმატებული გამოდგება, ახალ პროცედურას შეიძლება სხვადასხვა სარგებელს მოჰყვეს. მას შემდეგ, რაც კბილი იზრდება სოკეტში, სადაც ის თავსდება, არ იქნება საჭირო კბილისთვის გარეთა გარემოს შექმნა. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ეს იქნება უფრო ეფექტური გამოსავალი იმ პაციენტებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ დაიყენონ სტომატოლოგიური ინპლანტები.

ამ დროისთვის, სტომატოლოგიური იმპლანტები ყველაზე ახლოს არის ნამდვილ კბილთან, შესაბამისად, კბილის ჩასანაცვლებლად მას ვიყენებთ. სამწუხაროდ, ისინი შეიძლება იყოს მტკივნეული, საჭიროა გრძელი სამკურნალო პროცესი და ხშირად პირის ღრუ მას ვერ ეგუება. ექსპერტების თქმით, ეს ახალი ალტერნატივა შეიძლება მალე რეალობად იქცეს. ახლაც კი, კოლუმბიის უნივერსიტეტმა შეიტანა საპატენტო განაცხადები ამ ახალი ტექნოლოგიისთვის.

როგორ ფიქრობთ, განხორციელდება თუ არა ეს ახალი პროცედურა? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.