მაცას კლინიკის დიეტა: გახდით მარტივად და ჯანსაღად

ამ დიეტის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მისი დასრულების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში იცვლება მეტაბოლიზმი, დაკლებული კგ-ები კი აღარ ბრუნდება. ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი დიეტის დაცვა ბოლომდე.

მაცას კლინიკის დიეტა

ამ დიეტის ხანგრძლივობა 13 დღეა, შედეგად კი 7-8 კგ-ს იკლებთ. იგი მაცას(აშშ) კლინიკის სამკურნალო დიეტის შემუშავებაზე სპეციალიზებულმა მედიკოსებმა შეიმუშავეს. დიეტით არაერთმა ვარსკვლავმა უკვე ისარგებლა, რაც საფუძველს გვაძლევს, გვჯეროდეს მისი ეფექტურობისა.

დიეტის არსი და მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მისი დასრულებისთანავე მეტაბოლიზმის ცვლილებები იწყება და წონა უკან არ ბრუნდება, ამიტომ იგი აუცილებლად ბოლომდე უნდა დაიცვათ.

დიეტის დროს აუცილებელია, მთლიანად უარი თქვათ შაქარზე, მარილსა და ალკოჰოლზე. ქვემოთ მოცემული მენიუს შემადგენლობა არ უნდა შეცვალოთ. გარდა ამისა, დღეში 1-1.7 ლ წყალი უნდა დალიოთ.

დიეტური მენიუ

გთავაზობთ მენიუს დღეების მიხედვით:

  1. საუზმე: 1 ფინჯანი მწვანე ჩაი შაქრის გარეშე.

სადილი: ისპანახისა და პომიდვრის სალათი ზეიუნის ზეთით. ორი მოხარშული კვერცხი.

ვახშამი: 100 გ საქონლის ხორცი, მომზადებული ორთქლზე. 1 ჭიქა უცხიმო კეფირი.

2. საუზმე: მწვანე, უშაქრო ჩაი.

სადილი: 100 გ მოხარშული ქათმის ფილე და 100 გ მოხარშული ბრინჯი.

ვახშამი:  ისპანახის სალათი.

3. საუზმე: მწვანე ჩაი უშაქროდ.

სადილი: 2 ღერო ოხრახუში ზეითუნის ზეთით. 100 გ მოხარშული საქონლის ხორცი.

ვახშამი: დახეხილი სტაფილოსა და 100 გ ყველის სალათი.

4. საუზმე: 1 ფინჯანი მწვანე ჩაი უშაქროდ, 1 მოხარშული კვერცხი.

სადილი: 100 გ ქათმის ფილე, მომზადებული ორთქლზე, ისპანახის სალათი.

ვახშამი: ხილის სალათი(1 ფორთოხალი, 1 ვაშლი, 1 კივი).

დიეტის შემდეგ დღეებში გადადით კვების ჩვეულებრივ რეჟიმზე. ნებისმიერი სახის ქრონიკული დაავადების არსებობის შემთხვევაში, დიეტის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

წარმატებულ გახდომას გისურვებთ!