პირველადი დახმარების 10 მეთოდი, რომელსაც ადამიანების 90% არასწორად ასრულებს

პირველადი დახმარების საბაზისო მეთოდების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მათი სწორად შესრულების ფორმა, რათა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ შევუქმნათ:

1. წყალბადის ზეჟანგით, იოდით და ალკოჰოლით ჭრილობების განკურნება შეიძლება საშიში იყოს.

წყალბადის ზეჟანგი კანის დამაკავშირებელ უჯრედებს ანადგურებს და ჭრილობას შეხორცებას ურთულებს. იოდი და ალკოჰოლი ჯანმრთელ უჯრედებს წვავენ და შეიძლება ტკივილის დონე გაზარდონ.

უმჯობესია ჭრილობა ჩამოიბანოთ სუფთა სასმელი წყლით ან ანადუღარი წყლით, შემდეგ კი მასზე წაისვათ ანტიბიოტიკების შემცველი სამკურნალო მალამო.

2. გულის კომპრესებმა შეიძლება გამოიწვიოს ნეკნების გაბზარვა და ფილტვების დაზიანება

აღნიშნული მეთოდის გამოყენება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუკი დარწმუნებული ხართ რომ პაციენტს პულსი არ აქვს, არ სუნთქავს და ექიმიც არ არის ახლოს. კომპრესების გაკეთება უნდა მოხდეს 100/1 წუთში რიტმით. პირით ხელოვნური სუნთქვის მეთოდის გამოყენება ასეთ დროს მხოლოდ გულის ამუშავების შემდეგ უნდა მოხდეს.

3. პარაცეტამოოლმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის პრობლემები.

პარაცეტამოლი ტკივილსა და ანთებას კურნავს და უამრავი პოპულარული წამლის შემადგენლობაში შედის, თუმცა მისი ზედმეტი დოზის მიღებით შეიძლება ღვიძლის ან თირკმელების გათიშვა გამოიწვიოთ. ზრდასრული ადამიანისთვის მისი დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 გრამს. ერთ ჯერზე უნდა მიიღოთ მაქსიმუმ 1 გრამი.

4. ცხვირიდან სისხლდენის დროს არ გადაწიოთ თავი უკან და არ დაწვეთ ზურგზე

ამის გაკეთების შემთხვევაში თქვენ თავში წნევა გაიზრდება, თანაც შეიძლება სისხლი თქვენს ფილტვებში მოხვდეს და ღებინება გამოიწვიოს. სისხლდენის სწორად შესაჩერებლად გაასწორეთ თავი სწორ პოზაში, დახურეთ ცხვირის ნესტოები თითების მოჭერით და ისუნთქეთ პირით 15 წუთის განმავლობაში. თუ სისხლდენა ასე არ შეჩერდა ან ტრამვითაა გამოწვეული, დაურეკეთ ექიმს.

5. ავტოავარიის დროს დაზიანებული ადამიანი არ გამოიყვანოთ მანქანიდან და არ შეუცვალოთ მას პოზიცია

ასეთი შემთხვევების დროს გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზი კისრის და ხერხემლის დაზიანებაა. პაციენტის მცირე გამოძრავება შეიძლება მისი სიკვდილის ან პარალიზების მიზეზად იქცეს. თუკი დაზიანებულ ადამიანს აღენიშნება კისრის, თავის ან ხერხემლის დაზიანების რისკი და მაგალთად ვერ გრძნობს კიდურებს, მაშინ ნუ გაამოძრავებთ მას. ყურადღება მიაქციეთ მის სუნთქვას და დაურეკეთ სასწრაფო დახმარებას.

6. მოწამვლის დროს არ უნდა მიიღოთ გულისრევის მასტიმულირებელი წამლები

ასეთ წამლებს საყლაპავი მილის დაწვა შეუძლიათ, რითიც შეიძლება საწამლავის ფილტვებში გადასვლა გამოიწვიონ. მოწამვლის შემთხვევაში დაურეკეთ ექიმს, აუხსენით თქვენი სიმპტომები და ჩაიწერეთ მის მიერ მოცემული ინსტრუქციები. ალკოჰოლით ან წამლების ზედმეტი რაოდენობით მოწამვლამ შესაძლოა 1 საათში გარდაცვალებაც კი გამოიწვიოს, რის გამოც ინსტრუქციების მიხედვით მოქმედება აუცილებელია.

7. მჭიდრო სახვევმა სისხლდენის დროს შეიძლება ამპუტაცია გამოიწვიოს

არასაჭირო ან არასწორად გაკეთებული სახვევი შესაძლოა კიდურში ზედმეტი წნევის გაჩენის მიზეზი გახდეს. იგი სისხლდენას არ აჩერებს, თუმცა იწვევს სისხლის მიმოქცევის შეჩერებას, რაც ამპუტაციის საჭიროება შეიძლება გამოიწვიოს. ძლიერი სისხლდენის დროს დაადეთ ჭრილობას დიდი ოდენობით სტერილური ნაჭერი, დააწექით მსუბუქად და ასეთ მდგომარეობაში დაელოდეთ სასწრაფო დახმარების მოსვლას.

8. კრუნჩხვები დროს არ ჩაუდოთ პაციენტს პირში კოვზი და არ გამოქაჩოთ მისი ენა

ადამიანი ასეთი ობიექტები გადაყლაპვით შეიძლება დაიხრჩოს. ზოგადად კრუნჩხვებს საკუთარი ლიმიტი გააჩნიათ. ადამიანმა შესაძლოა ფერი შეიცვალოს კიდეც, თუმცა კრუნჩხვები მას სერიოზულ ზიანს არ მიაყენებს. უბრალოდ დაურეკეთ ექიმს და დარწმუნდით, რომ კრუნჩხვების დროს პაციენტი გარე დაზიანებებს არ იღებს და კომფორტულად სუნთქავს.

9. თუ შხამიანმა გველმა ან მწერმა გიკბინათ, არ გამოწოვოთ შხამი

შხამის ამოწოვისას მომწამვლელი ნივთიერება ნერწყვს ერევა და თქვენი ლორწოვანი გარსი მისი ახალი სამიზნე ხდება. ამას შეუძლია გამოიწვიოს ფილტვების შეშუპება და გულის პრობლემები. ასეთ დროს მთავარია დაწვეთ და მოაქციოთ ნაკბენი ადგილი გულის დაბლა, შემდეგ კი დაურეკოთ ექიმს.

10. არ წაიყვანოთ დაშავებული ადამიანი უახლოეს საავადმყოფოში

დაურეკეთ სასწრაფო დახმარებას და აუხსენით მათ თქვენი სიტუაცია, სიმპტომები და დაშავებულის ზუსტი მდგომარეობა. ყველა საავადმყოფოს არ გააჩნია საჭირო მედიკამენტები, სპეციალისტები ან მოწყობილობები ყველანაირი შემთხვევის სამკურნალოდ. სწორედ ამიტომ უნდა მიიღოთ სწორი ლოკაციის მისამართი ექიმისგან.

როგორ უნდა გავიკეთოთ ნემსი სწორად

მოახდინეთ თქვენი ხელების და კანის ზედაპირის დეზინფექცია. საჯდომზე ნემსის გაკეთებისას წარმოდგენაში გაყავით კუნთი 4 ნაწილად. მაღლითა მარჯვენა მეოთხედში ცენტრიდან 70 სანტიმეტრის დაშორებით სწრაფად ჩაარჭეთ ნემსი საჯდომის ნერვის შეხებისგან თავის ასარიდებლად. ნემსის ამოძრობის შემდეგ დაადეთ კანს ალკოჰოლურ სპირტში ამოვლებული ბამბის ნაჭერი.